შვიდი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი - კვირის პალიტრა

შვიდი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა, რომ "საკვები უნდა იყოს წამალი, წამალი კი - საკვები". მედიკოსებს დღესაც მიაჩნიათ, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება სასარგებლო პროდუქტები, მაგალითად:

შტოშის წვენი, რომელიც შეიცავს ჩ ვიტამინსა და ტანინს, ხელს უშლის დაავადებების განვითარებას და აძლიერებს წამლების ზემოქმედებას. სასარგებლოა ყოველდღე მიიღოთ 250 მლ შტოშის წვენი.

ახალი იოგურთი შეიცავს ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს. ისე, როგორც რძის პროდუქტი, ისიც აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ამაღლებს იმუნიტეტს და აფერხებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.

კალიუმით მდიდარი ვაშლის ძმარი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ხელს უწყობს ცხიმის წვას, გამოიყენება ნატკენზე სველ საფენად. წონაში დაკლების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ დღეში ორჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ჩ/კ წყალში გახსნილი 1 ჩ/კ ძმარი.

ცნობისთვის: ძმრიანი წყლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

KvirisPalitra.Geმიწის თხილი შეიცავს A, D, E ვიტამინებს, ნატრიუმს, კალციუმს და მაგნიუმს. ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და განახლებას, სასარგებლოა უძილობისა და გადაღლილობის დროს. აუმჯობესებს მეხსიერებას. ყოველდღე 30 გ მიწის თხილის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს.

მიხაკი (სანელებელი) შეიცავს ეთეროვან ზეთს და მთრიმლავ ნივთიერებას, აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება, შველის სასუნთქი გზების დაავადებებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კბილის ტკივილს აცხრობს მისი ნაყენის პირში გამოვლება.

ქათმის ბულიონი, რომელიც შეიცავს ფოსფორს, მაგნიუმს, თუთიას, B ჯგუფის ვიტამინებს, აქვეითებს ბაქტერიებისა და ვირუსების აქტიურობას, ათხელებს სისხლს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, დადებითად მოქმედებს ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, აუმჯობესებს ძილს.

გაცივების დროს ცხელი ბულიონის მიღება აჩერებს ვირუსების გამრავლებას.

KvirisPalitra.Geკარტოფილი შეიცავს ჩ ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სასარგებლო ამინომჟავებს. კარტოფილის ახალგამოწურული წვენი რეკომენდებულია გასტრიტის (მაღალი მჟავიანობით) დროს, აჩქარებს წყლულების შეხორცებას, აქვეითებს წნევას.

კალიუმის წყალობით კარტოფილი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამიტომაც ის ჩართულია გულით დაავადებულთა მენიუში. კარტოფილში შემავალი ნივთიერება ტუბეროზინი ხოცავს ტებურკულოზის ჩხირებს. ყველაზე მეტ ამ ნივთიერებას შეიცავს წითელი კარტოფილი.