წყალი - სილამაზის საწინდარია - კვირის პალიტრა

წყალი - სილამაზის საწინდარია

ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის 70% წყლისგან შედგება. ყველა ჩვენი შინაგანი ორგანო და სისტემა ფუნქციონირებს უჯრედებში განთავსებული სითხის წყალობით.

მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სუფთა სასმელი წყალი ყველაზე ხელმისაწვდომი, საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა, რომლის წყალობითაც შეგვიძლია კანს შევუნარჩუნოთ სიგლუვე და ახალგაზრდული იერი. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, როდესაც ორგანიზმს უწევს გაუმკლავდეს ქუჩის მტვერს, სიცხეს, შენობებში კონდიციონერით გამომშრალ ჰაერს.

სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის როდის დალიოს წყალი. ხშირად, როდესაც ორგანიზმი წყალს გვთხოვს, წყურვილს ვაიგივებთ შიმშილთან და ვთავაზობთ საკვებს, ვაყოლებთ ყავას. შედეგი - წონაში მომატებაა, გაუწყლოება, მოთენთილობისა და დაღლილობის შეგრძნება.

გირჩევთ, წყურვილის შეგრძნებისას დალიოთ წყალი. სპეციალისტების აზრით, ადამიანმა დღეში უნდა დალიოს წონის ყოველ 30კგ-ზე 1ლ წყალი, გახსოვდეთ, გაზიანი სასმელები, წვენები, ჩაი, ყავა, რძე მას ვერ ცვლის. სვით ცოტ-ცოტა, ატარეთ ბოთლით სასმელი წყალი. თუ ჭამამდე 0,5 საათით ადრე დალევთ წყალს, უფრო სწრაფად დანაყრდებით.

ზაფხულში კანისთვის უნდა შეარჩიოთ უფრო მსუბუქი და დამატენიანებელი კრემები. კანის სილამაზეს შეგინარჩუნებთ ხილის ნიღბები, გაყინული ხილის წვენის კუბები.

არ გამოიყენოთ ცხელი აბაზანა, საპონი და სპირტიანი ტონიკები, რადგან ისინი უფრო აშრობენ და აუხეშებენ კანს და ასუსტებენ ზაფხულის სიცხისა და მტვრისადმი მის მდგრადობას.

ხშირად შეისხით სახეზე წყალი...