ფიტოთერაპია და ჯანმრთელობა - კვირის პალიტრა

ფიტოთერაპია და ჯანმრთელობა

ბევრი სამკურნალო მცენარე თითქოს საგანგებოდ არის შექმნილი ქალების ჯანმრთელობისთვის. ერთი ტკივილს აყუჩებს, მეორე - სილამაზეს ემსახურება... მეცნიერულად მხოლოდ 100-მდე "მკურნალი" მცენარეა შესწავლილი, თუმცა სამკურნალო თვისებები არანაკლებ 20000-მდე მცენარეს აქვს.

გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს: მაგალითად, შროშანის ყვავილების ჰომეოპათიურ პრეპარატებს უნიშნავენ საშვილოსნოს დაავადებისას, შროშანის ბოლქვის ნახარშს მატონიზებელი და სისხლის აღმდგენი თვისება აქვს, აწესრიგებს ციკლს და ამსუბუქებს ციკლის შემდგომ სინდრომს.

15 ცალ დაჭრილ ბოლქვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 3-5 წუთი ადუღეთ. სვით თითო ს/კ დღეში 3-ჯერ. აუცილებელია დაიცვათ დოზა.ჟოლოს ფოთლების, ღეროების, ფესვების ნახარში ხსნის ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდგომ ტკივილებს და მატებს რძეს.ახალ ან გამხმარ ჟოლოს და ნორჩ ყლორტებს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი და დალიეთ დღეში 2-3 ფინჯანი.

KvirisPalitra.Ge

წიწმატურას ექსტრაქტსა და ნაყენს იყენებენ გინეკოლოგიურ პრაქტიკაში საშვილოსნოს ატონიისა და სისხლდენის დროს. ის ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. 15 გ ახალ ან გამხმარ წიწმატურას დაასხით 200 მლ გადადუღებული ცივი წყალი. გააჩერეთ 8 საათი. გაწურეთ და სვით 2-2 ს/კ დღეში 2-3-ჯერ.

ყოჩივარდას ბოლქვების ექსტრაქტი შეიცავს ბიოაქტიურ კომპონენტებს, რომლებიც შედიან ჰომეოპათიურ წამლებში. ეს წამლები ენიშნებათ ქალებს ციკლის დარღვევის, მასტოპათიის, ციკლისშემდგომ პერიოდში და უნაყოფობის დროს.

100 გ დაქუცმაცებულ ყოჩივარდას ბოლქვებს დაასხით 100 გ სპირტი. გააჩერეთ 7 დღე. გაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ.

მკაცრად დაიცავით დოზა, რადგან ყოჩივარდა შხამიანია!

ფარსმანდუკის ექსტრაქტი და ნაყენი ხსნის ციკლის დროს ტკივილს, ხელს უწყობს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ჭრილობების შეხორცებას.

1ჩ/კ გამხმარ ფარსმანდუკის ფესვებს დაასხით 200 მლ წყალი, 10 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ დღეში 4-5-ჯერ.

ფიტოთერაპიით მკურნალობის დაწყების წინ არ დაგავიწყდეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.