წონაში დაიკლებთ... - კვირის პალიტრა

წონაში დაიკლებთ...

კვირის განმავლობაში დაგროვილი ზედმეტი წონა შეგიძლიათ დაიკლოთ შაბათ-კვირას, თუ ამ დღეებში დაიცავთ დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებულ დაბალკალორიულ განტვირთვის რაციონს.

შაბათი - პირველი საუზმე: 2 კვერცხის ომლეტი, 25გ შავი პური. მეორე საუზმე: 200მლ რძე (0,5%-იანი ცხიმის), 150მლ ყავა, 1 მსხალი. სადილი: 25გ თეთრი პური, 75გ თინუსი, 30გ მაგარი ყველი. სამხარი: 2-3 ორცხობილა, 4ს/კ ხაჭო (ნაკლებცხიმიანი), 100გ მოხარშული ლობიო. ვახშამი - 75გ მოხარშული ხორცი, 100გ მოხარშული კარტოფილი, 300გ ახალი ბოსტნეულისა და მწვანილის სალათა.

კვირა - პირველი საუზმე: 60გ დაბრაწული ძროხის ხორცი, 50გ შავი პური. მეორე საუზმე: 150გ ხილის სალათა, 75გ ყველი. სადილი: 100გ მოხარშული ქათმის ხორცი, 300გ მწვანე ბოსტნეულის სალათა. სამხარი: 150გ სუპ-პიურე, 50გ უხეშად დაფქვილი ხორბლის პური. ვახშამი: უცხიმო ღორის ხორცი, 100გ ბრინჯი, 150გ ლიმონის წვენდამატებული ბოსტნეულის სალათა.

შეგიძლიათ ჭამოთ ყველაფერი, მაგრამ ცოტა და ხშირად. მოშივებას ვერც მოასწრებთ და გემრიელი საკვებისგან სიამოვნებასაც იღებთ და შედეგითაც კმაყოფილი დარჩებით.

გთავაზობთ ანტიკალორიული ბოსტნეულის ბულიონის რეცეპტს:

აიღეთ 1,5ლ წყალი, 500გ ხახვი, 400გ სტაფილო,  400გ პომიდორი, რამდენიმე ღერო ნიახური და კვლიავი. მოხარშეთ და მიირთვით. შიმშილის გრძნობას კლავს და ხელს უწყობს წონაში დაკლებას.