იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

*დედამიწის მოსახლეობა წელიწადში 700 მილიონ ტონა ბრინჯს მოიხმარს: ამზადებენ ძალიან ბევრ კერძს, იყენებენ გარნირად, ამატებენ სხვა კერძებს. ბრინჯი სამკურნალოცაა,  მისი დიეტა გახდომის ერთ-ერთი საშუალებაა. *უძველეს იაპონიაში სწამდათ, რომ ბრინჯს ადამიანის მსგავსად, აქვს სული და თუ მას უპატივცემულოდ მოექცეოდნენ, სამაგიეროს გადაუხდიდა...

*გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2004 წელი ბრინჯის საერთაშორისო წლად გამოცხადდა..

*ბრინჯი მდიდარია B ჯგუფის, PP, E ვიტამინებით, შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, თუთიას, რკინას, კალციუმს, სელენსა და იოდს და 8 მნიშვნელოვან ამინომჟავას. ბრინჯი ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის, რადგან არ შეიცავს გლუტენინს, რომელიც ძლიერი ალერგენია. ბრინჯი სასარგებლოა გასტრიტითა და წყლულით დაავადებულთათვის. სახამებელი, რომლითაც მდიდარია ბრინჯი, შემოეფინება ლორწოვან გარსს და იცავს მას.

*დამუშავებისა და ხარისხის მიხედვით ბრინჯი არის თეთრი, მოყავისფრო, წითელი და შავი.

*თეთრი ბრინჯი ნაკლებ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს, ყავისფერი და წითელი ბრინჯი უფრო მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. შავ ბრინჯში 2-ჯერ მეტი ცილაა, ვიდრე თეთრში, ბევრია უჯრედისი (ხსნადი და არახსნადი).

*ბრინჯი განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ანტიოქსიდანტების რაოდენობით ტოლს არ უდებს მოცვს, წითელ ღვინოს, წითელ ყურძენს, წითელი ფორთოხლის წვენს.