თუ უძილობა გაწუხებთ - კვირის პალიტრა

თუ უძილობა გაწუხებთ

თუ უძილობისგან განკურნების ყველა მეთოდი ამოწურეთ (ღია ფანჯარა, სიგრილე, საღამოს თბილი აბაზანა, თაფლიანი რძე და სხვ), მოსინჯეთ ხალხური საშუალებები:

...25 გ სვიას დაასხით 1/2 ჩ/ჭ სპირტი, 7 დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას. გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩ/კ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ (განსაკუთრებით საღამოს).

...სვიის 1ს/კ გირჩას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი და მიიღეთ თითო ს/კ დღისით 2-ჯერ და 2 ს/კ ღამით.

...ძილის წინ, საწოლში, 50-ჯერ ფეხის წვერების მოძრაობა თქვენკენ და თქვენგან, მარჯვნივ და მარცხნივ).

...ერთი ხელისგული დაიდეთ კეფაზე, მეორე კი ცხვირის ფუძეზე ისე, რომ არ შეეხოთ ცხვირსა და თვალებს - სითბოს შეიგრძნობთ ან ხელისგულებით გაითბეთ სახე - სწრაფად დაგეძინებათ.