სილამაზის სალონში - კვირის პალიტრა

სილამაზის სალონში

კოსმეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ სახის კანის გაწმენდა სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.სახის გაწმენდა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს ის სიცხითა და მტვრით ძალიან ჭუჭყიანდება.

პირისკანი უნდა გაიწმინდოთ კვირაში 2-ჯერ, დილა-საღამოს, რადგან კოსმეტიკური საშუალებების ხშირად ხმარებამ შეიძლება კანი გამოაშროს, გამოფიტოს, გააღიზიანოს. დილის პროცედურები კანს ასუფთავებს შინაგანი "ჭუჭყისაგან" - კანი ხომ ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში გამოდევნის წიდებსა და ტოქსინებს.

საღამოს პროცედურები კი წმენდს კანს გარეგანი ჭუჭყისაგან, რომელიც დღის განმავლობაში მასზე გროვდება.

გთავაზობთ სახის გაწმენდის რამდენიმე ნიღაბს:

1. 1ს/კ ლუდის საფუვრის, 1/2 ს/კ იოგურთის, თითო ჩ/კ ლიმონის, ფორთოხლის, სტაფილოს წვენისა და ზეითუნის ზეთის ნარევი წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. სახე გაიწმინდეთ 1ს/კ ნარგიზელას სპირტიანი ნაყენისა და 1ჩ/ჭ წყლის ნარევში დასველებული ბამბის ტამპონით. 20-30 წუთის შემდეგ დაიბანეთ.

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, სახე უნდა გაიწმინდოთ ფორების შემკვრელი, გამომშრობი და ანტიბაქტერიული ნივთიერებების შემცველი გელით ან რძით, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან კანის ანთებით პროცესებს, არეგულირებენ კანის ცხიმის გამოყოფას.ცხიმიან კანსაც სჭირდება დამამშვიდებელი საშუალებები: ზეითუნის ზეთი და სხვა ეთეროვანი ზეთები, ნარგიზელას, ასკილის, კრაზანას, გვირილის, პიტნისა და ლავანდის ექსტრაქტები. კვირაში 2-ჯერ კანი გაიწმინდეთ ნიღბებით ან სკრაბით.