კოსმეტიკა ბოსტნიდან...
25-07-2011
ზაფხული საუკეთესო დროა. ყველაფერს, რაც საჭიროა სილამაზისა და კანისთვის, იპოვით როგორც აგარაკზე, ბოსტანში, ისე ახლომდებარე მაღაზიებში.

ქაცვსა და მოცვთან ერთად, გამაახალგაზრდავებელი ზემოქმედებით მარწყვი ლიდერთა სამეულში მოხვდა. მარწყვის წვენი გამოიყენება მსუბუქი პილინგისთვის, რომელიც ასუფთავებს კანის ფორებს, ხოლო პატარა თესლები - წმენდს კანს დარჩენილი მკვდარი ქერცლისგან. წვრილ საწურზე გახეხილი მარწყვი წაისვით სახეზე და 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა შეიძლება გაიმეოროთ კვირაში 1-2-ჯერ.

თმის ცვენისა და ცხიმიანობის დროს

ახალგამოწურული ხახვის წვენი კვირაში
1-2-ჯერ შეიზილეთ თმის ძირებში (პროცედურის შემდეგ თავის დაბანა აუცილებელია).

ქერტლისა და თმის ცვენის დროს

წვრილ სახეხზე გახეხილ ხახვს დაამატეთ თაფლი (4:1), წაისვით თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. 30-40 წუთის შემდეგ თავი დაიბანეთ უშამპუნოდ, თბილი წყლით.

თუ თმა მშრალი და მტვრევადია

ხახვის თაფლიან
ფაფას დაამატეთ თბილი ზეითუნის (სიმინდის ან მზესუმზირის) ზეთი.
კიტრის ემულსია სასარგებლოა მზით მსუბუქად დამწვარი და გაღიზიანებული კანისთვის. შეურიეთ ერთმანეთს ერთი კიტრის წვენი, ერთი უმი კვერცხის გული, 1/2 ჩ/ჭ ნაღები და თითო ს/კ არაჟანი, არაყი. ნარევით გაიწმინდეთ სახე და პრობლემური ადგილები. ემულსია შეინახეთ მაცივარში.
ბოლოკის ლიფტინგი: შეურიეთ ერთმანეთს თითო ს/კ გახეხილი ბოლოკი, თაფლი და არაჟანი. წაისვით სახეზე და ყელზე ფუნჯით. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ. სახე არა მარტო გადაიჭიმება, არამედ გათეთრდება, ლაქები და ჭორფლი გაფერმკრთალდება.

მუწუკების სამკურნალოდ წმინდად გახეხილ კანგაცლილ პომიდორს დაამატეთ რამდენიმე ცალი მარწყვი და 2-3 წვეთი ზეითუნის ზეთი. ნიღაბი წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
შეშუპებულ ქუთუთოებსა და ჩალურჯებულ თვალის უპეებზე 15 წუთით დაიდეთ თხლად დაჭრილი უმი კარტოფილი, შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით