მედიკოსები გვირჩევენ - კვირის პალიტრა

მედიკოსები გვირჩევენ

მართალია, ლუდს გამაგრილებელ სასმელად მიიჩნევენ, მაგრამ, მას ბევრი უკუჩვენებაც აქვს:

მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ლუდის მოყვარულები წონაში იმატებენ,  რაც ხშირად გულის უკმარისობისა და ინსულტის მიზეზი ხდება. ნახშირწყლებით მდიდარი ლუდი აფართოებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს, იწვევს გულის ღრუების გაგანიერებასა და კედლების გასქელებას, რაც აფერხებს გულიდან სისხლის გადასროლას. გახსოვდეთ! ლუდი არარეკომენდებულია ჰიპერტონიკებისათვის და გულის უკმარისობით დაავადებულთათვის.

განსაკუთრებით მავნეა ლუდის უზმოზე დალევა. ამ დროს ღიზიანდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი, გამოიყოფა მარილმჟავა და ცარიელი კუჭი იწყებს თავისი კედლების "შეჭმას". ასევე არარეკომენდებულია ლუდი დისბაქტერიოზის, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობისა და კუჭის წყლულის დროს და მათთვის, ვისაც მარცვლეულისადმი ალერგია აქვს, ღამით ლუდის მიღება თირკმელებს ტვირთავს.

ხანგრძლივად ლუდის სმა იწვევს ჰორმონულ დისბალანსს; დროთა განმავლობაში მამაკაცებს უმრგვალდებათ მუცელი (ღიპი), თეძოები და მკერდი, უმცირდებათ კუნთების მასა, ამასთან, მცირდება სქესობრივი ლტოლვაც...