გემრიელი წამალი - კვირის პალიტრა

გემრიელი წამალი

შავი მოცხარი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ასკილის შემდეგ მეორე ადგილზეა C ვიტამინის შემცველობით. ის შეიცავს B1, PP ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, რკინას, ლიმონის, ვაშლისა და სხვა ორგანულ მჟავებს, პექტინებს, მთრიმლავ ნივთიერებას, შაქარს (16%).

ეს კენკრა სპობს A და B ჯგუფის ვირუსებს, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, შველის ჭვალს. მის ნაყენს იყენებენ გაცივების, ხველების, ჩახლეჩილი ხმის სამკურნალოდ და როგორც შარდმდენ, ანთებსაწინააღმდეგო საშუალებას: 1ს/კ კენკრას დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1-2 საათი. გაწურეთ და სვით 1-2 ჩ/ჭ ნაყენი 3-4-ჯერ დღეში.

მოცხარის ფოთლების ნაყენს იყენებენ, როგორც შარდმდენ საშუალებას, შარდ-კენჭოვანი დაავადების - ცისტიტის და პიელონეფრიტის სამკურნალოდ:

5-6 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ თბილ ადგილას. მიიღეთ 1ჩ/ჭ ნაყენი 5-6-ჯერ დღეში. გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი ან თაფლი.

რევმატიზმისა და პოდაგრის დროს 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2 საათი გააჩერეთ. გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი 4-5-ჯერ დღეში.