საიუველირო მაღაზია - აფთიაქის ნაცვლად - კვირის პალიტრა

საიუველირო მაღაზია - აფთიაქის ნაცვლად

ძველად ძალიან კარგად იცოდნენ ძვირფასი ქვების სამკურნალო თვისებების შესახებ. მაგალითად, ჩვენი წინაპრები ნაბახუსევს შველოდნენ ალექსანდრიტზე ან ქარვაზე

ხელის გადასმით, თავის ტკივილს - აქატით, ამეთვისტოთი, მარგალიტით და საფირონით. ალმასს, მთის ბროლს, ზურმუხტსა და მარგალიტს იყენებდნენ მაღალი ტემპერატურის დროს, ფირუზს - გულძმარვისას, ლაზურიტით მკურნალობდნენ თმის ცვენას, სიმელოტეს. ქალები სილამაზისთვის არა მარტო ყოველდღე იბანდნენ სახეს ქარვის, მთის ბროლის ან ამეთვისტოს ნაყენით, არამედ ამ ქვებს ისვამდნენ სახესა და დეკოლტეზე - შედეგიც არ აგვიანებდა...

ძვირფასი ქვებით (ლითოთერაპიით) მკურნალობა დღესაც აქტუალურია. მაგალითად, მინერალები გამოიყენება ჰომეოთერაპიაში. თანამედროვე მედიკოსებმა დაამტკიცეს ძვირფასი ქვებით ასთმის, შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, კანის დაავადების მკურნალობის დადებითი შედეგები.

ოკულისტებმა აღმოაჩინეს, რომ თუ თვალის შესატყვის ძვირფასქვებიან სამკაულებს ვატარებთ, შეიძლება დავიცვათ მხედველობა. მაგალითად, მწვანეთვალება ახლომხედველებს სათვალე აღარ დასჭირდებათ, თუ ატარებენ ფირუზის, ქრიზოლითის და მალაქიტის სამკაულებს, ყავისფერთვალიანები - მუქი ფერის ქარვას, ოქროსფერ ტოპაზს, ცისფერთვალიანები კი ყვითელ აქატს ან წითელ მარჯანს.

ხველებას შველის აქატის მძივი, თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს - ამეთვისტო და ნეფრიტი, ნერვულ სისტემას ამშვიდებს ალექსანდრიტი, ძოწის სამაჯური კურნავს ანგინას, ოპალის კულონი ებრძვის ინფექციებს, ლალი კი - გულის დაავადებებს.