ქაცვი - ნარინჯისფერი მკურნალი - კვირის პალიტრა

ქაცვი - ნარინჯისფერი მკურნალი

ქაცვი დღესაც ძალიან პოპულარული სამკურნალო საშუალებაა. განსაკუთრებით სასარგებლოა ქაცვის ზეთი. მას იყენებენ ათეროსკლეროზის, ჰემოროის, მოყინვის,

ჭრილობების, ტროფიკული წყლულებისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. საუკეთესოა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტისა და კოლიტის მკურნალობისთვის. ის ამცირებს კუჭის მჟავიანობას და აჩქარებს წყლულის შეხორცებას, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს. ქაცვის ზეთი შეიძლება შეიძინოთ აფთიაქში და თავადაც მოამზადოთ.

ქაცვი შეიცავს E, B1, B2, B6, P ვიტამინებს, კაროტინს, მჟავებს, ეთეროვან ზეთებს, მიკროელემენტებს, კუმარინს, არის ძლიერი ანტიბაქტერიული. დადებითად მოქმედებს ალკოჰოლით მოწამვლით გამოწვეულ ღვიძლის პათოლოგიებზე.

კუჭის წყლულის დროს მიიღეთ 1 ს/კ ქაცვის ზეთი 3-ჯერ დღეში.

კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, ქრონიკული კოლიტის, ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებების დროს მიიღეთ 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 2-3 კვირა. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ ერთი თვის შემდეგ.

კუჭის დაავადებების დროს 3 ს/კ ქაცვის ნაყოფს დაასხით 500 მლ წყალი და თავდახურული ადუღეთ. გაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და მიიღეთ დღეში 2-3 ჭიქა.

ქაცვის ფოთლების ჩაი რეკომენდებულია რევმატიზმის, სურავანდის, ნიკრისის ქარის, ანემიის, კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებებისა და სახსრების ტკივილის დროს: 1 ს/კ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. დღის განმავლობაში მიიღეთ 3-4 ჩ/ჭ ნაყენი.

თმის ცვენის დროს 1 ს/კ ქაცვის ნაყოფსა და ღეროებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 5-7 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. ნახარში შეიზილეთ თმის ძირებში დღეში 2-ჯერ.

გთავაზობთ ქაცვის ჟელეს მომზადების რეცეპტს:

გახეხილი და გამშრალი ქაცვის ნაყოფი გაწურეთ წვენსაწურში. წვენს დაამატეთ შაქარი (1:1), გააცხელეთ 40 გრადუსამდე, ურიეთ მანამ, სანამ შაქარი არ გადნება. შემდეგ ჩაასხით გასტერილებულ ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ თავზე.

ქაცვის ზეთს ასე მოამზადებთ:

ჟელესთვის გამოწურული ნაყოფის ნარჩენი გააშრეთ აირღუმელში დაბალ ტემპერატურაზე (30-400ც), დროდადრო ურიეთ. მშრალი ჩენჩო დაფქვით ყავის საფქვავში, დაასხით 40-450ც გაცხელებული რაფინირებული ზეთი, შედგით ნელ ცეცხლზე და შეინარჩუნეთ ეს ტემპერატურა, რადგან უფრო მაღალი შლის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ასე გაიმეორეთ 2 დღე და ღამე. მომზადებული ზეთი ჩაასხით მუქი ფერის ბოთლებში და დადგით ერთი კვირა ბნელ და ცივ ადგილას. შემდეგ რამდენჯერმე გაწურეთ, სანამ ზეთი გამჭვირვალე არ გახდება. ბოთლებში არ უნდა დარჩეს ჰაერი, რათა ზეთი არ ამჟავდეს. ასეთნაირად მომზადებული ზეთი 2 წელი ინახება.

გახსოვდეთ! ქაცვის მიღება აკრძალულია მწვავე ქოლეცისტიტის დროს და პანკრეატიტით დაავადებულთათვის.