ეს იცით?.. - კვირის პალიტრა

ეს იცით?..

ნესვი არა მარტო მდიდარია იმუნიტეტის ამამაღლებელი A, B და C ვიტამინებით, სილიციუმით, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და თავის ტვინის

მუშაობას, რკინითა და ფოლიუმის მჟავათი, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმში ჰემოგლობინის დონის აწევას, არამედ ბევრ სხვა სასარგებლო კომპონენტთან ერთად, თურმე ოქროსაც შეიცავს! ნესვი არის მსუბუქი გამხსნელი და წმენდს ნაწლავებს, მკერდზე მისი რბილობის კომპრესი შველის ხველებას და დაჟეჟილობის სილურჯეს.

შარდკენჭოვანი დაავადებების დროს ნესვის წვენს შეურიეთ ოხრახუშის ნახარში (1:1), ხოლო თუ ჭიები (განსაკუთრებით, ლამბლიები) გყავთ, მიიღეთ 1 ჩ/ჭ წვენი დილით, უზმოზე.

თუთიით მდიდარ 2-5 გ ნესვის თესლს თუ ყოველდღე დაღეჭავთ თაფლთან ერთად, გაგიჯანსაღდებათ თმა და კანი. ქერქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. შეგიძლიათ მოხარშოთ მურაბა ან გაახმოთ. თუ ქერქს 5 წუთით დაიდებთ სახეზე, კანი გაგიახალგაზრდავდებათ.

სხვათა შორის, ნესვი არცთუ უსაფრთხოა.

არასოდეს ჭამოთ ნესვი სხვა პროდუქტებთან და არც ნებისმიერ სასმელთან ერთად. მეძუძურ დედებს, დიაბეტითა და წყლულით დაავადებულებს, საერთოდ ეკრძალებათ მისი ჭამა.