რჩევები პოლინოზის დროს... - კვირის პალიტრა

რჩევები პოლინოზის დროს...

ლამაზი და სურნელოვანი ყვავილები წელიწადის ნებისმიერ დროს ბევრისთვის ცრემლის მიზეზი ხდება (პირდაპირი გაგებით მოსახლეობის 20% პოლინოზით იტანჯება). მტვერი, რომლითაც სავსეა ჰაერი, ალერგიულებს სიცოცხლეს უმწარებს. პოლინოზი მცენარის მტვერზე ალერგიული რეაქციაა. ხშირად პოლინოზი და საკვების ალერგია ერთდროულად მოქმედებს. ალერგიულებმა უნდა იცოდნენ, რომ:

1. მცენარეთა მტვრის ალერგიის დროს უნდა შეზღუდონ ნიგვზის, თხილის, ვაშლის, სტაფილოს, კურკოვანი ხილის, არყის ხის წვენის მიღება.

2. თუ ალერგიას იწვევს მარცვლეული, რაციონიდან უნდა ამოიღონ პური, ბურახი, ლუდი, ბურღულეული, მიწის თხილი, პარკოსნები.

3. სარეველა ბალახების მტვერზე რეაქციისას შეზღუდეთ მზესუმზირის, ჰალვის, მზესუმზირის ზეთის, საზამთროსა და ნესვის მიღება.

გაითვალისწინეთ სამი სასარგებლო რჩევა:

1. რაციონიდან ამოიღეთ ჰისტამინის გამღიზიანებელი პროდუქტი: ალკოჰოლი, შებოლილი, ყველი, მარწყვი, შოკოლადი. მოიმარაგეთ უსაფრთხო წამლები, რომლებიც დროულად მოგიხსნიან ალერგიას (მაგალითად, მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები).

3. ხშირად ესტუმრეთ ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, დაიცავით მისი დანიშნულება.

ზოგიერთში ალერგიას იწვევს: ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, ფიჭვი, ხორბალი, ცაცხვი, აბზინდა და სხვ.