ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

თუ ფეხი ან ხელი გეღრძოთ, ტკივილის შესამსუბუქებლად ხალხური მედიცინა გირჩევთ:

- ნატკენ ადგილზე მაშინვე დაიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი (ცივწყლიანი ბოთლი, ყინული).

- შემდეგ მჭიდროდ შეიკარით სახსარი (ელასტიკური ბინტით, შარფით ან ნებისმიერი ბამბის ქსოვილით).

რამდენიმე საათის შემდეგ გაიკეთეთ გამათბობელი მასაჟი ბალზამ "ვარსკვლავით" და შემდეგ იმკურნალეთ.

- 1 დიდი თავი გახეხილი ხახვისა და 2 ჩ/კ შაქრის პუდრის ნარევი წაუსვით ორფა მარლაზე და დაიფინეთ ნატკენზე. კომპრესი 5-6 საათის შემდეგ გამოცვალეთ.

- მარილწყალში დასველებული ოთხფა მარლა დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე. პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ ტკივილი არ გაგივლით.

- ოთხფა მარლა დაასველეთ ცხელ რძეში და გაიკეთეთ ჩვეულებრივი კომპრესი. გამოცვალეთ გაცივებისთანავე.

- შალის მსხვილი ძაფი თავისუფლად დაიხვიეთ მტკივნეულ ადგილზე, მოძრაობის დროს შალის ძაფში მიმდინარეობს ელექტრული განმუხტვა, რომელიც სასიკეთოდ მოქმედებს ნაღრძობზე.