ახალგაზრდობის ვიტამინები - კვირის პალიტრა

ახალგაზრდობის ვიტამინები

კარგი გუნება-განწყობილებისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ორგანიზმი უნდა შევავსოთ სასარგებლო ნივთიერებებით. ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდობისა და მძლავრი ანტიოქსიდანტი E ვიტამინია(ტოკოფეროლი), ის აფერხებს დაბერების პროცესს, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ტოკოფეროლს შეიცავს კაკალი, მზესუმზირის ზეთი, ავოკადო, კრევეტი, ისპანახი. არანაკლებ მნიშვნელოვანია H ვიტამინი (ბიოტინი), რომელიც აუმჯობესებს კანის ფერს, ამაგრებს თმას და ფრჩხილებს, ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობით ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას. ბიოტინით მდიდარია ძროხის ღვიძლი, სოკო, კვერცხის გული, ლუდის საფუარი, დაუმუშავებელი ბრინჯი, რძე...

PP ვიტამინი (ნიკოტინის მჟავა) ენერგიას მატებს უჯრედებს, აძლიერებს თმას, აჩქარებს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას, აქრობს მუწუკებს, აუმჯობესებს სახის კანის ფერს. ამ ვიტამინს შეიცავს ბურღულეული, უხეშად დაფქული ხორბლის პური, პარკოსანნი, ღვიძლი, თევზი, არაქისი.

D ვიტამინი აქრობს მოწყენილობას, ორგანიზმს მატებს ენერგიას, პასუხს აგებს შემაერთებელი ქსოვილების სიმყარეზე, მონაწილეობს მელანინის პიგმენტის სინთეზში. შეიცავს თევზი, ხიზილალა, კვერცხი.

C ვიტამინს შეიცავს ასკილი, შავი მოცხარი, ტკბილი წიწაკა, მწვანილი, ციტრუსები, ყვავილოვანი კომბოსტო.

A (ბეტა-კაროტინი) კანისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. მისი დეფიციტი იწვევს თმის ცვენას, კანის სიმშრალეს, ჩნდება ქერტლი, ფრჩხილები ხდება მტვრევადი, თმა კარგავს ბრწყინვალებას... A ვიტამინს შეიცავს კარაქი, თევზის ქონი, ღვიძლი, კვერცხის გული, სტაფილო, გარგარი და სხვა ნარინჯისფერი და წითელი ხილ-ბოსტნეული.

მთრიმლავ ნივთიერებებს აქვს შემკვრელი და ანთებსაწინააღმდეგო თვისება, ხსნის დაძაბულობას, სასარგებლოა სახის კანის ცხიმიანი სებორეას, მუწუკების დროს, ამაგრებს თმის ძირებს.

ამ ნივთიერებებს შეიცავს შტოში, მოცვი და სხვა კენკრა...