კეფირი - სასწაულმოქმედი - კვირის პალიტრა

კეფირი - სასწაულმოქმედი

ეს სასწაულმოქმედი სასმელი ნელა, მაგრამ აუცილებლად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, ხსნის კუჭისა და თირკმლების ჭვალს, წმენდს ორგანიზმს წიდებისგან. მეცნიერული ცდებით გამოვლინდა, რომ რძემჟავური ბაქტერიები კუჭში მოხვედრისას ანადგურებენ ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს. პრაქტიკულად, რძის ყველა პროდუქტი ხელს უშლის კუჭ-ნაწლავში საკვების ლპობას. კეფირი, როგორც მსუბუქი შარდმდენი, ორგანიზმიდან გამოდევნის სითხეს და მარილს, რომელიც ხელს უშლის სითხის გამოყოფას. რძემჟავური ბაქტერიების წყალობით, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, აწესრიგებს მის ტრაქტს, შველის შეკრულობას და სხვ.

თუმცა, კუჭის მაღალი მჟავიანობის, პანკრეატიტის, კუჭის წულულისა და ხოლო გასტრიტის დროს არარეკომენდირებულია კეფირი, შარდკენჭოვანი დაავადების დროს კი სასურველია ზომიერად მიიღოთ რძის პროდუქტები.

სხვათა შორის, წონაში დაკლების მსურველებს არგებთ კვირაში ერთხელ ერთდღიანი კეფირის განტვირთვის დღე. რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ფიზიკური დაღლილობისა და სულიერი დაძაბულობის დროს:

ა) 1 ჭიქა კეფირს დაამატეთ 1ჩ/კ თაფლი, დაქუცმაცებული ნიგვზის, გარგარის ჩირის, შავი ქლიავის ან უწიპწო ქიშმიშის 1ს/კ ნარევი და მიიღეთ.

ბ) 1 ჭიქა კეფირს დაამატეთ თითო ს/კ კუნელი და თაფლი, 1 მწიკვი დარიჩინი და დალიეთ, შეგმატებთ მხნეობას.

ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომის უნარს:

ა) კეფირს დაამატეთ მსხალი ან შაქარი და დალიეთ.

ბ) კეფირს დაამატეთ დაქუცმაცებული ცოტა ოხრახუში ან ნიახური. ეს სასმელი კარგია თირკმლებისთვისაც, გთავაზობთ ერთდღიან ხაჭოსა და კეფირის დიეტას:

დღის მენიუაა: 500გ უცხიმო ხაჭო, 1ლ კეფირი და ცოტა თაფლი.

საუზმე - შეჭამეთ რამდენიმე კოვზი ხაჭო, დალიეთ უცხიმო კეფირი. შეგიძლიათ ხაჭოს დაამატოთ 1ჩ/კ თაფლი.

სამი საათის შემდეგ დალიეთ 1ჩ/ჭ კეფირი.

სადილი - კეფირს დაამატეთ ხაჭო და გემოვნებით - თაფლი.

სამხარი - დალიეთ 1ჩ/ჭ კეფირი.

ვახშამი - ხაჭო კეფირითა და 1ჩ/კ თაფლი.

დაძინებამდე 2 საათით ადრე - დალიეთ  1ჩ/ჭ კეფირი.