ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ალერგიის დროს

5ს/კ კარგად დაქუცმაცებულ ფიჭვის წიწვს (შეიძლება ნედლიც და ხმელიც) დაამატეთ 2-2ს/კ დაქუცმაცებული ასკილი და ხახვის ფურცელი, დაასხით 1ლ წყალი. 10 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გააჩერეთ ერთი ღამე თბილ ადგილას. გაწურეთ და სვით წყლის ნაცვლად თბილი ნაყენი დღე-ღამეში 0,5-1,5ლ.

კონიუნქტივიტის დროს

1ს/კ კორდისკბილას (სათეთრებელა. თორმეტთითა) დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ, გაწურეთ და დაიბანეთ თვალები.

ფსორიაზის დროს

დაჭრილი რევანდის ფესვები ჩაყარეთ ქილაში (ერთი მესამედი), დაასხით სპირტი ან არაყი. გააჩერეთ სამი კვირა. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.

ფურუნკულის დროს

1ც კვერცხის გულს დაამატეთ 1ს/კ თაფლი და ცოტა ფქვილი. მოზილეთ ცომი და კვერი დაიდეთ მტკვნეულ ადგილზე (შეგიძლიათ დაიმაგროთ ლეიკოპლასტირით). კვერი ცვალეთ 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსია - 1 კვირა.

ცისტიტის დროს

1ს/კ მოცვის ფოთლებსა და ნაყოფს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გაწურეთ და სვით 1/3 ჩ/ჭ დღეში 2-3-ჯერ. გარდა ამისა, ჭამეთ შტოში.

რადიკულიტის დროს

აგავას ოთხი პატარა ფოთოლი გაჭერით სიგრძეზე, დაიდეთ წელზე და შეიხვიეთ. ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით, რათა კანი არ გაგიღიზიანდეთ, წაისვით ნებისმიერი ზეთი ან მალამო.

დაიხსომეთ, ეს წამალი არის ძირითადი მკურნალობის დამატებითი საშუალება.

კუჭის წყლულის დროს

მომინანქრებულ ჭურჭელში 200გ კარაქი მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით და დაამატეთ 50გ გახეხილი დინდგელი. კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო ჩ/კ ჭამამდე ერთი საათით ადრე ერთი თვის განმავლობაში. დინდგელი აქრობს ანთებას და ხელს უწყობს რეგენერაციას, კარაქი კი გადაეკვრება კუჭის ლორწოვან გარსს და ხსნის გაღიზიანებას.

ფეხების ძლიერი ოფლიანობის დროს

დაფქულ 100გ ხმელ წითელ ცხარე წიწაკას დაასხით 250 მლ მზესუმზირის ზეთი, 2 საათით ჩადგით ქილა ცხელ წყალში, თან ურიეთ. ყოველ საღამოს დაიბანეთ ფეხები და ტერფებზე წაისვით ეს მალამო. მკურნალობა გააგრძელეთ, სანამ ფეხების ოფლიანობა და სუნი გაქრება.