ოროვანდი - მკურნალი - კვირის პალიტრა

ოროვანდი - მკურნალი

ოროვანდის ფესვები გამოიყენება ოსტეოქონდროზის, რევმატიზმისა და პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, სუნთქვითი ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის, თირკმლებში კენჭების არსებობისა და შარდკენჭოვანი დაავადებების, კუჭში შეკრულობის, ბუასილის, კანზე გამონაყარისა და წყლულების სამკურნალოდ. გთავაზოთ რეცეპტებს:

1. 1ს/კ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვებს დაასხით 1ჩ/ჭ წყალი და 10 წუთით ადუღეთ. 1 საათი გააჩერეთ თავდახურული. ნაყენი გამოიყენეთ საფენებისთვის, კომპრესებისა და გამოსავლებად.

2. 2ს/კ დაქუცმაცებული ფესვები ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე, რეკომენდებულია ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

3. სირსველის, ჩირქოვანი იარების, წყლულების, ფურუნკულის, მასტიტის, ეგზემისა და პოდაგრის დროს - ოროვანდის დასრესილი ფოთლები ქვედა მხრიდან დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე.

4. ფიბრომიომისა და საშვილოსნოს მიომის დროს - 2ს/კ გამხმარ ოროვანდის ფოთლებს დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 10 საათი გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში თბილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ნაყენი 4-ჯერ დღეში.

5. ქუსლების წანაზარდებზე ("დეზებზე") დაიდეთ ოროვანდის ფოთლები და მჭიდროდ შეიხვიეთ, ჩაიცვით წინდა, ერთი დღე-ღამის შემდეგ ახალი კომპრესი გაიკეთეთ. საჭიროა 5 პროცედურა.