ოროვანდი - მკურნალი
05-09-2011
ოროვანდის ფესვები გამოიყენება ოსტეოქონდროზის, რევმატიზმისა და პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, სუნთქვითი ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის, თირკმლებში კენჭების არსებობისა და შარდკენჭოვანი დაავადებების, კუჭში შეკრულობის, ბუასილის, კანზე გამონაყარისა და წყლულების სამკურნალოდ. გთავაზოთ რეცეპტებს:

1. 1ს/კ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვებს დაასხით 1ჩ/ჭ წყალი და 10 წუთით ადუღეთ. 1 საათი გააჩერეთ თავდახურული. ნაყენი გამოიყენეთ საფენებისთვის, კომპრესებისა და გამოსავლებად.

2. 2ს/კ დაქუცმაცებული ფესვები ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ
ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე, რეკომენდებულია ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

3. სირსველის, ჩირქოვანი იარების, წყლულების, ფურუნკულის, მასტიტის, ეგზემისა და პოდაგრის დროს - ოროვანდის დასრესილი ფოთლები ქვედა მხრიდან დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე.

4. ფიბრომიომისა და საშვილოსნოს მიომის დროს - 2ს/კ გამხმარ ოროვანდის ფოთლებს დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 10
საათი გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში თბილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ნაყენი 4-ჯერ დღეში.

5. ქუსლების წანაზარდებზე ("დეზებზე") დაიდეთ ოროვანდის ფოთლები და მჭიდროდ შეიხვიეთ, ჩაიცვით წინდა, ერთი დღე-ღამის შემდეგ ახალი კომპრესი გაიკეთეთ. საჭიროა 5 პროცედურა.

ნარგიზა
12 ივნისი 2015 01:20
სად იზრდება????
პაჩენკო
18 ოქტომბერი 2014 16:34
აფთიაქში იყიდება?
ninuca
24 სექტემბერი 2014 13:36
სად შეიძლება ყიდვა თბილიში?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები