ჭარხალი მკურნალი
26-09-2011
ჭარხალი რკინის შემცველობით მცენარეებიდან მხოლოდ ნიორს უთმობს პირველ ადგილს, ხოლო ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური მუშაობისთვის საჭირო იოდის შემცველობით - ზღვის კომბოსტოს.

ჭარხალი შეიცავს დაბერების პროცესის ხელის შემშლელ B ჯგუფის ვიტამინებს და უხვად - ანტიოქსიდანტებს (ბეტა-კაროტინს, ჩ ვიტამინს), P ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას, U ვიტამინს აქვს ალერგიის საწინააღმდეგო თვისება და აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას.

ჭარხალი ასევე მდიდარია მინერალებით: კალიუმით, ბორით, მაგნიუმით, სპილენძით, თუთიით და კუბადით. ჭარხლის ახალგამოწურული წვენი დადებით ზეგავლენას
ახდენს რძემჟავას ცვლაზე და ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას.

ჭარხალს წითელ ფერს სძენს ბეტაინი, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი ტოქსიკური ამინომჟავების - ჰომოცისტეინის დონეს, ადნობს სისხლძარღვებში დაგროვებულ კალციუმს, რითაც აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას. ანტიოქსიდანტი ბეტაინი ამაღლებს ფიზიკურ აქტიურობას და ამტანიანობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს
უწყობს წონაში დაკლებას.

ჭარხალი სასარგებლოა როგორც მოხარშული, ისე უმი. მოხარშულს აქვს გამხსნელისა და შარდმდენის თვისება, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, მარილებს, რეკომენდებულია შეკრულობის დროს - 100-150 გ მოხარშული ჭარხალი.

ახალგამოწურული ჭარხლის წვენი 2 საათით შედგით მაცივარში, შემდეგ მიიღეთ ოდნავ შემთბარი, ჭამამდე 15 წუთით ადრე. სასურველია, ჭარხლის წვენს შეურიოთ თანაბარი რაოდენობის სტაფილოს წვენი.

ჭარხლით მკურნალობისგან თავი უნდა შეიკავონ ჰიპოტონიკებმა (დაბალწნევიანებმა), დიაბეტიანებმა (მაღლა სწევს სისხლში შაქრის დონეს) და შარდ-კენჭოვანით დაავადებულებმა. არარეკომენდებულია უმი ჭარხლის მიღება კუჭ-ნაწლავით დაავადებულთათვის (გამოიწვევს კუჭის აშლას).

გირჩევთ, ჭარხალს არ მოაჭრათ კუდი და კანიანად მოხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში.
გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს.

1. ანგინისა და ქრონიკული ტონზილიტის დროს ყელში გამოივლეთ შემთბარი ჭარხლის წვენი. 1 ჩ/კ გახეხილ ჭარხალს დაამატეთ 1 ს/კ ვაშლის ძმარი, 10 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ და წვენი გამოივლეთ დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ 1-2 ს/კ დალიოთ კიდეც.
2. რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დარღვევისას ახალგამოწურული წვენის მიღება.
3. ჰიპერტონიისა და უძილობის დროს მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1 ს/კ ჭარხლის წვენი.

Manana
23 სექტემბერი 2016 19:13
Ver gavige nagvelshi
kenchebistvis kargia tu ara chsrxali
დადუ
05 ნოემბერი 2015 15:36
თუ წერია რომ შარდკენჭოვან დაავადების თვის კარგია ახლად გაწურული წვენი ბოლოში რატო წერია არ შეიძლება. ვერ გავიგე თქვენი როგორ წერთ

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?