თავის ტკივილს დაგიამებთ - კვირის პალიტრა

თავის ტკივილს დაგიამებთ

არა მარტო თავის ტკივილს დაგიამებთ, არამედ მოგიხსნით თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმებს:

თითო ს/კ კვლიავის თესლის, გველის სუროს ფოთლების, კუნელისა და 3 ს/კ თეთრი ფითრის ფოთლების 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15 წუთით შედგით წყლის ორთქლზე. გააგრილეთ, გაწურეთ, დაამატეთ იმდენი ანადუღარი წყალი, რომ 2 ჩ/ჭ გახდეს. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ დღეში 4-ჯერ.

თანაბარი რაოდენობის კატაბალახას ფესვების, კუნელის ნაყოფის, თეთრი ფითრის, ბერულას და შავბალახას 2 ს/კ ნარევი ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 2-ჯერ.

ორ-ორი ს/კ პიტნის, თავშავას და წყალნაწყენას 1 ს/კ ნარევი ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 3-ჯერ.

შეგიძლიათ ეს ნარევები მიიღოთ მონაცვლეობით ან რომელიც უფრო მოგეწონებათ.