მენიუ თმისთვის - კვირის პალიტრა

მენიუ თმისთვის

B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, მანგანუმითა და სპილენით მდიდარი საკვები არა მარტო გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობილებას, მოგიხსნით სტრესს, არამედ თმას შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას, სიმაგრეს, შეაჩერებს თმის ცვენას, მტვრევასა და ბოლოების დაყოფას.

მაგალითად, თმის ცვენას შველის მანგანუმით მდიდარი ბურღულეული, ვაშლი, ქლიავი, სალათა, ნიახური, მოცხარი, შტოში, ჭარხალი, ბადრიჯანი და ცინკით მდიდარი წითელი ხორცი, ქაშაყი, ზღვის პროდუქტები, სტაფილო, მუხუდო, კაკალი. თმისთვის აუცილებელია იოდით მდიდარი ზღვის კომბოსტო, თევზი, კვერცხი.

მოლიბდენით (რომელიც შედის საბაზისო შრეში) ამდიდრებენ თმას მზესუმზირას თესლი, შვრია, წიწიბურა, ლობიო.

მენიუში უნდა გაითვალისწინოთ სილიციუმით მდიდარი ყაბაყი, პომიდორი, ბოლოკი, რომელიც ხელს უშლის თმის ბოლოების დაყოფას, მტვრევასა და ცვენას.

ქერტლის დროს კი თმას სჭირდება მიკროელემენტი - გოგირდი, რომლის წყაროა კვრცხის გული, ნიორი, ხახვი, ზღვის პროდუქტები.

გთავაზობთ თმის მოვლის ბუნებრივ რეცეპტს:

A, E, C ვიტამინებით, ფოსფორით, გოგირდით, კალიუმით, კალციუმით, რკინით, კობალტით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი ჭარხალი გახეხეთ და თმაზე დაიდეთ. შეიხვიეთ თავი პოლიეთილენით. 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ.

გირჩევთ, თმას რომ შეუნარუნოთ ბრწყინვალება და ჯანმრთელობა, თავზე გადაივლეთ ჭიჭრის, გვირილის, ცაცხვის ან კრაზანას და სხვა მცენარეთა ნაყენი.