იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ვაშლის ძმარი ხსნის დაღლილობას. 0,5 ლ ვაშლის ძმარი დაამატეთ აბაზანას და ჩაწექით. ასეთი რელაქს-პროცედურის (15-20 წთ) დროს კანი ხდება გლუვი, ნაზი, მკვრივი, ქრება სიმშრალე.

თავის ტკივილის დროს ვაშლის ძმარში დასველებული თავსაფრით შეიხვიეთ თავი და შემოიხვიეთ თბილი შარფი.

ვენების ვარიკოზული დაავადებისას დილა-საღამოს ვაშლის ძმრით ფრთხილად დაიზილეთ მტკივნეული ადგილები, დღეში 2-3-ჯერ დალიეთ წყალში გაზავებული ძმარი (2ჩ/კ:1ჩ/ჭ წყალი).

ანგინისა და ტონზილიტის დროს ყელში გამოივლეთ თანაბარი რაოდენობის თბილ წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი.

გოგრის რბილობი ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას, შველის შეკრულობას. პექტინი, რომელსაც უხვად შეიცავს ის, სასარგებლოა მსხვილი ნაწლავის ანთების დროს, გარდა ამისა, შთანთქავს ორგანიზმში მოხვედრილ შხამებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს, გამოდევნის კუჭ-ნაწლავიდან ბაქტერიებსა და ტოქსინებს, იცავს კუჭის ლორწოვან გარსს მძიმე მეტალების ზემოქმედებისაგან.

გოგრა შარდმდენია, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქლორის მარილების გამოყოფას, რაც ასე საჭიროა დაავადებული თირკმლების, ღვიძლის, გულის, შეშუპებისა და სხვადასხვა დაავადების დროს.

გოგრის თესლი ჭიების სამკურნალოა.