კარტოფილის სასწაულებრივი ძალა
კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია, არამედ სასარგებლოც. ის შეიცავს 20%-მდე ნახშირწყლებს, ფრუქტოზასა და გლუკოზას, ბევრ უჯრედისს.300გ კარტოფილი შეიცავს ვიტამინური დღეღამური ნორმის ნახევარს. კარტოფილი აწესრიგებს არითმიის დროს გულის მუშაობას.

შეშუპების დასაცხრომად ავადმყოფმა ჭამოს ნებისმიერი სახით უმარილო 1კგ კარტოფილი, ან დაიცვას დიეტა: 3-4 დღის განმავლობაში მიიღეთ დღეში 1ლ რძე, 1კგ კანიანად აირღუმელში შებრაწული კარტოფილი, 100გ შაქარი.
კარტოფილის ახალგამოწურული წვენი ამუხრუჭებს საკვების მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს მიიღეთ 0,5 ჭიქა წვენი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 3 კვირა.

მცირე რაოდენობის კარტოფილის წვენის მიღება აქვეითებს არტერიულ წნევას. მას აქვს შარდმდენი და მსუბუქად გამხსნელი თვისება, რისთვისაც საჭიროა დალიოთ 0,5 ჩ/ჭ წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კარტოფილის წვენი, სტაფილოსა და ნიახურის წვენთან ერთად, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასარგებლოა ანემიის დროს.
ახალგამოწურული კარტოფილის წვენი კურნავს ეგზემას, დამწვრობას, ტროპიკულ წყლულებს, კოჟრებს, დერმატიტს.

წვრილად გახეხილი უმი კარტოფილი შეახვიეთ რამდენიმე ფენა მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, 2 საათის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით. კარტოფილით მკურნალობის დროს მენიუდან გამორიცხეთ ხორცი და თევზი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.