ბუნებრივი ენერგეტიკები - კვირის პალიტრა

ბუნებრივი ენერგეტიკები

ნარინჯისფერი ციტრუსები არა მარტო "გვათბობენ" მზისფერი სხივებით, არამედ, პირველ რიგში, არეგულირებენ წნევას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს.ხოლო ქერქის შიგნით თეთრი შრე, რომელიც უფრო მეტ ვიტამინებს შეიცავს, ვიდრე რბილობი - სასარგებლოა ანემიით დაავადებულთა და ჰიპერტონიკებისთვის.

გრეიპფრუტი, რომელშიც ბევრია კაროტინი, Cვიტამინი და ბიოფლავონოიდები, ხელს უწყობს წონაში დაკლებას, სისხლძარღვებს უნარჩუნებს ელასტიკურობას, ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის განვითარებას.

ფორთოხალი, რომელიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, კალიუმით, პექტინებით, ასკორბინის მჟავათი, აუმჯობესებს გულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აქტიურად გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს, სასარგებლოა გაცივების დროს.

C ვიტამინით მდიდარი ლიმონი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ანეიტრალებს "ცუდ ქოლესტერინს", ასუფთავებს ღვიძლსა და გამოდევნის წიდებს, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ინსულტის, ინფარქტისა და ვარიკოზის განვითარებას, კანის დაბერებას, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, უნარჩუნებს კანს ელასტიკურობას.

მანდარინი მდიდარია პექტინებით და გლიკოზიდებით, მინერალური მარილებით, C, P, B1, B2, D ვიტამინებით, A პროვიტამინით, შეიცავს ბევრ გულის მინერალს - კალიუმსა და მაგნიუმს.

მანდარინი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მატებს მადას და კურნავს ჰიპოვიტამინოზს.

პომელო (მსხლისებური გრეიპფრუტი) ანტიოქსიდანტებისა და A ვიტამინის წყაროა. აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, შრომის უნარს, საჭმლის მონელების პროცესს, რაც მთავარია, ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

C ვიტამინებით რეკორდსმენ ლაიმას აქვს ანტივირუსული, ანტირევმატიული და ჭრილობების შემხორცებელი თვისება. ამშვიდებს ნერვებს, ამაგრებს ღრძილებს და ხელს უშლის პაროდონტოზის განვითარების რისკს. რეკომენდებულია ავიტამინოზის, ჰიპერტონიისა და თირკმლების დაავადების დროს.