საშემოდგომო დიეტა - კვირის პალიტრა

საშემოდგომო დიეტა

შემოდგომით ძლიერდება ფილტვების, მსხვილი ნაწლავის აქტიურობა, ქვეითდება შარდის ბუშტისა და თირკმლების ფუნქციები, მწვავდება ჰემოროი, კანის ანთებითი პროცესები, ნაღვლის ბუშტის დაავადება, პროგრესირებს ორგანიზმში მარილების დაგროვება.

თავიდან რომ ავიცილოთ ეს უსიამოვნებები, პირველ რიგში საჭიროა სწორად ვიკვებოთ. დილა-საღამოს მიირთვით ცოტა ხორცი, თევზი, ხახვი, ნიორი, ნიგოზი, რძე, ლობიო, სოია, კვერცხი, ხაჭო, კომბოსტო, სტაფილოს წვენი, მუხუდო, ოხრახუში, წიწიბურა და შვრიის ფანტელი.

მეორეც, ამ უსიამოვნებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ მცენარეული სამკურნალო ნაყენები.

- ჰემოროის გამწვავების დროს 20 გ ქრისტესისხლას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ და მთელი დღე სვით პატარა ყლუპობით.

- ორგანიზმიდან მარილების გამოსადევნად ყავის საფქვავში დაფქულ 1 ს/კ საზამთროს ქერქს (ქერქი ზაფხულში უნდა გაახმოთ) დაასხით 1/2 ჩ/ჭ თბილი ანადუღარი წყალი და დალიეთ დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.

- შარდსადინარების დაავადების დროს: შეურიეთ ერთმანეთს თითო-თითო ს/კ არყის ხის ფოთლები, შვრიის ღივი და შავი მოცხარი. 1ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა თბილი ნახარში დღეში 3-ჯერ.