იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

...კედრის ზეთი გამოირჩევა დიდი ბიოლოგიური აქტიურობით, მდიდარია B1 (თიამინი) ვიტამინით, რომელიც სასარგებლოა ნერვული სისტემისა და სისხლისთვის და E (ტოკოფეროლი) ვიტამინით, რომელიც რგებს სახსრებს. კედრის ზეთი ზოგადგამაჯანსაღებელი თვისებისაა, ხნის დაღლილობას, ამაღლებს ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარს, წმენდს სასუნთქ გზებს, ექიმი-ნატუროპათები ინდივიდუალური სქემით ურჩევენ მის მიღებას კუჭის წყლულის, ათეროსკლეროზის, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებისას.

...ვინც ხშირად იცინის, უსმენს მუსიკას, მას სისხლის წნევა უქვეითდება, - დაასკვნეს იაპონელმა მეცნიერებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ 40-80 წლის 79 კაცს. ექსპერიმენტის ზოგიერთი მონაწილე მუსიკას არა მარტო უსმენდა, არამედ ცეკვავდა და მღეროდა კიდეც, მეორენი უყურებდნენ კომედიებს და იცინოდნენ. 6 კვირის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეთა სისხლის წნევა 5-6 მმ-ით დაქვეითდა.