როგორ დავიცვათ თავი ხვრინვისგან - კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ თავი ხვრინვისგან

სამეცნიერო ლიტერატურაში წერია, რომ ამ უსიამოვნო ხმებს იწვევს ხახის შევიწროებული კედლების ვიბრაცია. ამ შევიწროების მიზეზია სასისა და ენის კუნთების მოდუნება.ძილის დროს ზოგიერთ ადამიანს ეს კუნთები იმდენად უდუნდება, რომ ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას.

ხვრინვა ძირითადად დამახასიათებელია ასაკოვანთათვის, რადგან დაბერების პროცესში ენისა და რბილი სასის კუნთები ძალიან დუნდება. არსებობს სხვა მიზეზებიც: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირში პოლიპები, ცხვირის ხვრელის სივიწროვე, ღამით ალკოჰოლის მიღება, სიმსუქნე და სხვ.

გთავაზობთ ხვრინვისაგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალებას:

- თაფლთან ერთად დანაყეთ კომბოსტოს ფოთოლი და მიიღეთ ღამით.

- 1 ჭიქა კომბოსტოს წვენს დაამატეთ 1 ს/კ თაფლი და დალიეთ ძილის წინ. მკურნალობის კურსია 1 თვე.

- ძილის წინ ენა გამოყავით რაც შეიძლება წინ, ისე რომ იგრძნოთ ენის ძირის დაძაბულობა. ვარჯიში გაიმეორეთ 30-ჯერ. შემდეგ 30-ჯერ შესწიეთ ენა უკან, სასისკენ.

- ქვედა ყბა ამოძრავეთ წინ და უკან 2-ჯერ. ვარჯიში შეასრულეთ დილას და საღამოს.

- ძილის წინ კბილები მოუჭირეთ ჩხირს 5 წუთის განმავლობაში.

- 30-ჯერ წარმოთქვით ძლიერად ბგერა "ი". ივარჯიშეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე, ერთი თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, თუ ცხვირით სუნთქვის პრობლემები გაქვთ, ეს საშუალებები არაეფექტიანია - ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ ლარინგოლოგს.