მკურნალი ქვები - კვირის პალიტრა

მკურნალი ქვები

ადამიანებს დასაბამიდან სჯეროდათ, რომ ქვებს აქვთ სამკურნალო და მაგიური თვისებები. ქვებით მკურნალობას (ლითოთერაპიას) უძველესი დროიდან იყენებდნენ აღმოსავლეთში.ინდოელი მკურნალები ქვებს იყენებდნენ ადამიანის ენერგეტიკული ცენტრის გასაძლიერებლად, ტიბეტელი და მონღოლი ლამები მათგან ამზადებდნენ რთული შემადგენლობის წამლებს...

ვარდისფერ ქვას აღმოსავლეთში "გულის ქვას" უწოდებენ და სჯერათ, რომ ის ხსნის სტრესს, კურნავს გულის ტკივილს და ადამიანს განაწყობს სიკეთისა და სიყვარულისთვის. ძველ ეგვიპტეში ვარდისფერ ქვებს ყრიდნენ წყალში და წყალს ნაოჭების გასაქრობად ხმარობდნენ.

ფირუზი ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ადამიანს გაცივებისაგან, ინდოეთში სწამთ, რომ მას  შეუძლია საფრთხის თავიდან არიდება, ამიტომაც მგზავრობისას მუდამ თან ატარებენ. ასევე ამტკიცებენ, რომ გემზე ყოფნისას იცავს ადამიანს ზღვის ავადმყოფობისაგან.

ვეფხვის თვალი ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს, ავითარებს აზროვნებას, შველის უძილობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კურნავს ეჭვიანობას.

ლილაქვას (ლაზურიტი) იოგები იყენებენ აურის ნეგატიური ენერგეტიკისგან გასაწმენდად, ცნობიერების გასაფართოებლად.

ქარვა ათბობს და კურნავს. თუ ხელში დაიკავებთ ქვას, იგრძნობთ სასიამოვნო სითბოს. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ქარვა ორგანიზმში ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას..

ამეთვისტო ადამიანს იცავს ლოთობისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გარდა ამისა, ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

მთის ბროლი აფხიზლებს გონებას, წარმოსახვას, ავითარებს ფანტაზიას, აიოლებს მშობიარობას...

სარდიონი მხნეობას მატებს ადამიანს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის თავის ტკივილს, დაღლილობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, განსაკუთრებით უყვართ ბიზნესმენებს, რადგან ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. თუ მუჭში მოთავსებული ქვა არ გათბა, ე.ი. საქმე არ გამოვა...

იასპი (ეშმას ქვა) ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და მხედველობას.

აკვამარინი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის გაღიზიანებას, ეხმარება ადამიანს მეცნიერულ კვლევებში.

ოპალი საუკეთესო საშუალებაა გაცივებისა და გრიპისგან თავის დასაცავად.

აქატი შველის ბრონქიტს, ხელს უწყობს ფილტვებიდან ლორწოს სწრაფად გამოდევნას. აქატის პატრონი გამოირჩევა მჭევრმეტყველებით.