იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

...ბეტა-კაროტინი, ნივთიერება, რომელიც სამკურნალო თვისებებსა და ნარინჯისფერს სძენს ქაცვს, სტაფილოსა და გარგარს,  A  ვიტამინის ძირითადი წყაროა.მისი უკმარისობა ორგანიზმში იწვევს ფრჩხილების მტვრევასა და თმის დაზიანებას, თვალების დაღლილობას. A  ვიტამინი ამცირებს მავნე ეკოლოგიის ზემოქმედებას.

...მარადმწვანე მცენარე სურო შეიცავს ამოსახველებელი თვისების მქონე ანტისპაზმატურ საპონიდებს.

დაიხსომეთ, ხველების დროს უნდა გამოიყენოთ მისგან დამზადებული მზა წამალი!

...ანგინას, ძირითადად, გაცივება იწვევს. სიცივის დროს ხახა და ნუშისებრი ჯირკვლების ლორწოვანი გარსი მკვეთრად იკუმშება, იფარება ლორწოთი, რაც კარგ გარემოს უქმნის მიკრობებს. სისხლძარღვების შეკუმშვის გამო უარესდება ხახისა და ნუშისებრი ჯირკვლების სისხლით მომარაგება, ხოლო ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები მრავლდებიან.

ანგინის პროფილაქტიკის მიზნით სასარგებლოა დილით და საღამოს პირის ღრუს თბილი წყლით გამორეცხვა, წყალს შეიძლება დაამატოთ ცოტაოდენი მანგანუმი. ეს პროცედურა პირის ღრუდან გამოდევნის არა მარტო პირში დარჩენილ საკვების ნაწილებს, არამედ დაავადების გამომწვევ მიკრობებსაც.

ანგინის საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალებაა ყელისა და ყბისქვედა ლიმფური კვანძების მასაჟი. მიზანშეწონილია მასაჟის გაკეთება დილით ან ცივი კერძისა და სასმლის მიღების შემდეგ.