ბოლო დროს ხშირად წააწყდებით მოწოდებებს ქართული ენის თვითგამოცხადებული დამცველებისგან: წერეთ სწორად, ესა და ეს სიტყვა ასე იწერება და არა ისე... არადა, ენაში სწორი ფორმის გაგება ძალიან პირობითია, რადგან ენა ცოცოხალი ორგანიზმია, ის მუდმივად იცვლება, ვითარდება და რაც დღეს შეცდომად მიიჩნევა, შეიძლება 50 წლის შემდეგ ნორმა გახდეს ან რაც 50 წლის წინ შეცდომა იყო, დღეს უკვე ნორმაა.