ბლოგერები
დიდი კათარზისი
ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ვინმეს შეუძლია თქვას, რომ მეფემ არაფერი იცოდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეფე შიშველია. მხოლოდ ის უნდა ვიკითხოთ: უკვე მერამდენედ. . ხელისუფლება ყოველთვის იმით ამაყობდა, რომ ქურდული სამყარო დაამარცხა; რომ თბილისის ქუჩებში ღამით გასვლის აღარავის ეშინია და წესრიგია. დღეს უკვე ვიცით, რის ფასად ყოფილა უზრუნველყოფილი ჩვენი მშვიდად გადაადგილება. მთავარი კითხვა, რომელსაც საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ასე ჟღერს: - გვიღირს ჩვენი და თუნდაც ჩვენი შვილების უსაფრთხოება, სხვისი და სხვისი შვილების ხელკეტით და ცოცხით გაუპატიურების ფასად?
22-09-2012
დაწვრილებით...
როგორ აღმოვჩნდი გარდაცვლილი
"უკაცრავად, მაგრამ თქვენ 2006 წელს გარდაიცვალეთ", - ვფიქრობ, ასეთი წინადადება კარგი დასაწყისი იქნებოდა "ფენტეზის" ჟანრის რომელიმე რომანისთვის.
27-08-2012
დაწვრილებით...
ბათუმი, წვიმა და ტურიზმი
ბათუმს და მის ხასიათს ვინ მასწვალის, ჩემი ქალაქია, მაგრამ წელს რომ ოინი მიყო, ასეთი მისგან ჯერ არ მახსოვს. ათი დღით ჩავედი დასასვენებლად და ათივე დღე წვიმდა.
23-08-2012
დაწვრილებით...
ივანიშვილი შეცდომებს აგროვებს
მიშაზე და მის შეცდომებზე ბევრს ვწერ, ამიტომ ახლა მინდა ივანიშვილზე  და მის შეცდომებზე მოგახსენოთ. ამ ბოლო დროს ბევრი დაუგროვდა. რითი დავიწყო? აჭარაში მაჟორიტარების სია აბაშიძის ყოფილი ჩინოვნიკებით რომ გაავსო, უკვე გითხარით. აგერ ახლა ნარკომანიც გამოავლინეს მათ რიგებში.
20-08-2012
დაწვრილებით...
რატომ არის ისევ სამათხოვრო ახალ
ადიხარ სამარშრუტო ტაქსში და კონდიციონერი ისევ გამორთული გხვდება, მგზავრები კი ჩუმად სხედან, არავინ არაფერს ამბობს. როდესაც სხვა არ ითხოვს, მერე იძულებული ხარ, ეს შენ გააკეთო.
01-08-2012
დაწვრილებით...
მოძალადენი და დაბეჩავებულნი
თქვენი არ ვიცი და პირადად მე ზუსტად ვიცოდი, რომ სააკაშვილი როზა წყაბელიას ინციდენტს უყურადღებოდ არ დატოვებდა. მოვლენების ზუსტად ასეთ განვითარებას მოითხოვდა იმ პიარ-ტექონოლოგიის ლოგიკა, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი.
26-07-2012
დაწვრილებით...
როგორ გამომყვა ასლან აბაშიძე თბილისში
დღეს ვაპირებ მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ გამომყვა ასლან აბაშიძე თბილისში. გიკვირთ? ახლავე მოგახსნებთ. ბათუმელი ვარ. ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. ამ ქალაქში ცხოვრებამ ორ ეპოქაში მომიწია, კომუნისტების და ასლან აბაშიძის.
23-07-2012
დაწვრილებით...
პენსიონერებზე მზრუნველი პრეზიდენტი
ყოველ თვე მიწევს პენსიონერებთან ერთად პენსიის რიგში დგომა. მამაჩემის პენსიას ვიღებ ხოლმე. თავად მისვლა არ შეუძლია. ამიტომ კარგად ვიცი, ეს რა ტანჯვაცაა. ბანკი პენსიას ყოველი თვის 15 რიცხვიდან გასცემს. თუ იმ დღეს მიხვედი, მინიმუმ სამი საათი დაკარგული გაქვს.
17-07-2012
დაწვრილებით...
ორი დახურული შეხვედრის სტენოგრამა
კლინტონის და ოპოზიციის შეხვედრა
კლინტონი: აბა, როგორ ხართ, ბავშვებო?
ყველა ერთად: თქვენი წყალობით, თქენი წყალობით.
კლინტონი: მიშა ხომ არ გაბრაზებთ?
06-06-2012
დაწვრილებით...
27 მაისზე მნიშვნელოვანი
27 მაისის აქცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის მაინც ვერ შეედრება მნიშვნელობით 7 ივნისს გასამართს. 
30-05-2012
დაწვრილებით...
დავეხმაროთ თბილისის მერს
წინა კვირას საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე თბილისის მერის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა.
22-05-2012
დაწვრილებით...
ერთი კარგი და ბევრი ცუდი ამბავი
ერთი კარგი ამბავი მაქვს და ბევრი ცუდი. კარგით დავიწყებ: "მაესტრომ" ახალი პროექტი გააკეთა, "კვირის აზრი", სადაც, მონაწილეობას მეც ვიღებ. იმედია, არ მკითხავთ ეგ კარგი ამბავი რატომააო. ახლა რაც შეეხება ცუდ ამბებს: ვფიქრობ, დრამატულად მოგაწოდოთ, თუ ისე რა დრამატულად. ნუ, დრამატულად ასე იქნება: ქვეყანა თავზე გვენგრევა, ხალხნო! სამშობლოს, გვართმევენ, ურჯულოები, სარმწუნოებას გვიგინებენ და ა. შ. მაგრამ, მოდით ასეთი რაღაცეები პროფესიით პატრიოტებს დავუტოვოთ, რომლებიც ისედაც არ გვაკლია.
07-05-2012
დაწვრილებით...
ვის აქვს ექსპორტი ჩვენისთანა
რის ექსპორტს აღარ აწარმოებენ ქვეყნები, ზღვის პროდუქტებით დაწყებული და იარაღით დამთავრებული, ამერიკა, მაგალითად დემოკრატიის ექსპორტითაცაა დაკავებული, მაგრამ პოლიციის შენობების ექსპორტი, ვეჭვობ, მსოფლიოში ვინმეს აზრად მოსვლოდეს.
30-04-2012
დაწვრილებით...
ვინ შეაჩერებს მრისხანე კაკოს!
პარლამენტში მომხდარი უკანასკნელი ჩხუბის შემდეგ, სოციალურ ქსელში ერთმა ქალმა დაწერა: ვინც კაკო ბობოხიძეს გალახავს, საქართველოში ჩამოვალ და ვაკოცებო. არ ვიცი, ვინმეს ასეთი საშარო საქმისთვის მხოლოდ კოცნა ეცოტავა, თუ რა იყო, მაგრამ მის ამ მოწოდებას ბევრი ნამდვილად არ გამოხმაურებია. შეიძლება იმიტომაც, რომ აკაკი ბობოხიძემ თავისი შრომით და ნიჭით სამართლიანად დაიმსახურა ყვეალზე მრისხანე პოლიტიკოსის ტიტული.
27-04-2012
დაწვრილებით...
ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა
მე თუ მკითხავთ,  ქსენია სობჩაკი ისე რა ნაშაა და ოდნავ უკეთესი ჟურნალსიტი, მაგრამ რუსეთში ერთ-ერთი პოპულარული ქალია და მისი ქართულ არხზე გამოჩენა პატარა ამბავი ნამდვილად არაა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ქალბატონი ქსიუშა რუსულენოვან ქართულ არხზე, пик პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს. ქართველ ქალებს დავამშვიდებ: -იგი თბილისში არ ჩამოვა. არხმა მოსკოვშივე იქირავა სტუდია და თანამშრომლები, რომლებიც ამ გადაცემას მოამზადებენ. გადაცემაში რუსეთისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.
25-04-2012
დაწვრილებით...
არის თუ არა ეს ბილეთი?!
ყველას გახსოვთ, ალბათ ცნობილი ფილმი იპოლიტე ხვიჩიას მონაწილოებით, სადაც ის სტადიონის აბეზარ თანამშრომელს პირდაპირ ცხვირში ჩრის ჯიბეში შემთხვევით აღმოჩენილ ბილეთს, თან უყვირის: არის თუ არა ეს ბილეთი! არის, თუ არა ეს ბილეთი! დაახლოებით ასეთივე სცენა გათამაშდა შაბათს პარტია "ქართული ოცნების" ყრილობის შემდეგ, დაახლოებით ასევე დააძრო შაბათს ბიძინა ივანიშვილმა გულზე დაკიდებული ჯვარი და ხატი და "რეალ-ტვ"-ის ჟურნლაისტს ცხვირში შესჩარა. იმ დღეს ის ჟურნალსიტიც და ივანიშვილიც ზუსტად ასახავდნენ საქართველოში შექმნილ პოლიტკურ და არა მარტო პოლიტიკურ ვითარებას.
24-04-2012
დაწვრილებით...
გაჭაჭული შადრევანი
ჩვენი პრეზიდენტის წყალობით როგორი შადრევანი არ გვინახავს; მოცეკვავე, მომღერალი, მოკუნტრუშე, მაგრამ ჭაჭის მფრქვეველი შადრევანი უკვე სხვა მასშტაბია. თავიდან არც მჯეროდა, მაგრამ როდესაც რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ერთი და იგივე ინფორმაცია გაავრცელა, იძულებული გავხდი დამეჯერებინა.
28-03-2012
დაწვრილებით...
ბურჯანაძის სამი საბედისწერო შეცდომა
როდესაც ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში წავიდა, ერთი მიზეზით გამიხარდა: ვიფიქრე, ოპოზიციას, რომელიც იმ დროისთვის უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ერთი კონსტრუქციული და პროდასავლური ლიდერი შეემატება, ოპოზიცას საარჩევნო ველში დააბრუნებს, მეთქი.
25-03-2012
დაწვრილებით...
დანერწყვილი პური
ვერაფრით გამიგია, რატომ ვჭამთ დანერწყვილ პურს! თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჭამთ? ცდებით, ბატნებო! ლამის ყოველდღე ჭამთ.
20-03-2012
დაწვრილებით...
ცინიკური ქველმოქმედება
განა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის 100 ლარის გადახდა დიდი კომპანიისთვის ასეთი პრობლემაა?  მაგრამ მათ ხომ ყველას პიარ-მენეჯერები ყავთ, რომლებიც ჩემს ნაცნობს ასე პასუხობდნენ, იცით, წლევანდელი ბიუჯეტი უკვე დაგემილი გვაქვს, ან ასეთ მცირე აქციებში ჩვენ მონაწილეობას არ ვღებულობთ და ა. შ. არადა, საუბარი მხოლოდ 100 ლარზე იყო. .  100 ლარზე.
ზოგჯერ კი, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ქველმოქმედება  შეიძლება ცინიკურიც იყოს.
07-03-2012
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?