სუნი უკვე მცემს - კვირის პალიტრა

სუნი უკვე მცემს

(პოლიტკური პიესა ერთ მოქმედებად)

მოქმედი გმირები:

ერთ-ერთი ნაციონალური არხის პროდიუსერი, შემდგომში მოხსენიებული, როგროც ნ.ა.პ.

იმავე არხის ჟურნალსიტი, შემდგომში მოხსენიებული, როგროც ნ.ა.ჟ.

ნ.ა.პ.: კანცელარიიდან ახალი სიუჯეტის თემა მოვიდა. ბომბაა. ამის გაშვების შემდეგ ივანიშვილს დედა აღარ ეყოლება.

ნ.ა.ჟ.: რა ხდება, მისი და პუტინის საუბრის ჩანაწერია?

ნ.ა.პ.: უკეთესი!

ნ.ა.ჟ.: ამაზე უკეთესი რაღა უნდა იყოს - თავი ჩამოიხრჩო?

ნ.ა.პ.: ამ სიუჯეტის გასვლის შემდეგ აუცილებლად ჩამოიხრჩობს!

ნ.ა.ჟ.: ვა, ვკვდები ინტერესით. მივხვდი ფარული ჩანაწერია, როგორ სცემს პინგვინებს.

ნ.ა.პ.: არა, რა პინგვინი! ესაა ამბავი იმის შესახებ, მისმა შვილმა როგორ დამართა ფაღარათი ინგლისურის მასწავლებელს.

ნ.ა.ჟ.: ?

ნ.ა.პ.: რა სულელივით მიყურებ! ვერ გაიგე, ფა-ღა-რა-თი! ინგლისურის მასწავლებელს. საჭმელში საფაღარათო საშუალების ოცმაგი დოზა ჩაუყარა. ეს არის უპრეცედენტო სკანდალი, როგორ არ გესმის? იმ კაცის შვილი, რომელსაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე, მასწავლებელს აფაღარათებს.

ნ.ა.ჟ.: მგონი მივხვდი - ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იგი ხელისუფლებაში მოვა, არანარი გარანტია არ გავქვს, რომ მთელ ქვეყანას არ გაგვაფაღარათებს.

ნ.ა.ჟ. ზუსტად! ოღონდ ამას სიუჟეტში პირდაპირ არ იტყვი. ეს შენს სიტყვებს შორის უნდა იკითხებოოდეს. საერთოდ ისეთი სიუჟეტი უნდა გააკეთო, რომ ყველა ადამიანის სახლში, ვინც მას უყურებს, ფაღარათის სუნი დადგეს. ყველა უნდა მიხვდეს, რას გვიქადის მისი ხელისუფლებაში მოსვლა.

ნ.ა.ჟ.; ამას როგორ უნდა მივაღწიო?

ნ.ა.პ.: რაც შეიძლება დეტალურად უნდა აღწერო იმ მასწავლებლის ტანჯვა, უნდა მოყვე, დღეში რამდენჯერ შევიდა ტუალეტში, რამდენეჯერ ვერ შეასწრო და ტუალეტამდე გზაში ჩაისვარა. ეს მომენტი განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი უნდა გამოვიდეს. მაგალითად ასეთი: გატანჯული კაცი უკვე მეასედ გარბოდა ტულალეტისკენ და ამ დროს აღმოაჩინა, რომ ბავშვებს სასახლეში არსებული ოცდაცხრამეტივე ტუალეტის კარი ჩაუკეტავთ.

ნ.ა.ჟ.; თქვენ რა იცით, რომ ოცდაცხრამეტია?

ნ.ა.პ.: ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, იმ კაცის ბედით გულდათუთქულმა მაყურებელმა ამ დროს გაიფიქროს: ამდენი ტუალეტს რომ აკეთებდა, შვილები გაეზარდა წესიერად. ხომ გესმის?

ნ.ა.ჟ: მესმის.

ნ.ა.პ.: მოკლედ დეტალურად უდნა აღწერო, ის აკცი რას განიცდიდა, როგორ ეწამა და რაც მთავარია სუნი უნდა დააყენო.

ნ.ა.ჟ.: არის სუნის დაყენება! რა ქვია იმ მასწავლებელს?

ნ.ა.პ.: დაუნი!

ნ.ა.ჟ.: რას მერჩით, ყველაფერს კარგად გავაკეთებ!

ნ.ა.პ.: შენ კი არ გერჩი, იმ კაცის გავრია დაუნი, პიტერ დაუნი.

ნ.ა.ჟ.: უი! ეგ კაცი შემთხვევით გვარის შესაბამსი ხომ არაა?

ნ.ა.პ.: ხმა! ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ. სუნი არ დაგავიწყდეს!

ნ.ა.ჟ.; უკვე მცემს.