ცინიკური ქველმოქმედება - კვირის პალიტრა

ცინიკური ქველმოქმედება

ქველმოქმედება იმიტომაც არის ქველმოქმედება, რომ სიქველესთან, სიკეთესთან  ასოცირდება და წესით,  იმ ადამიანის მიმართ, ვინც მას სჩადის, დადებითი განწყობა უნდა გაგიჩნდეს. ყველა ქველმოქმედი შექებას იმსახურებს. თუმცა, ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც კაცი ამაზეც დაფიქრდები. ასე მემართება მაგალითად,  ნავთობკომპანიების მიერ გაწეული ქველმოქმედების შესახებ რომ ვიგებ. წინა დღეს ვუყურე ფონდ „იავნანას“ კონცერტს და როდესაც ერთ-ერთი ნავთობკომპანიის მიერ გაწეული ქველმომქმედების შესახებ მომითხრეს, ვერ აღვფრთოვანდი. ჯერ ერთი მეცოტავა და ვფიქრობ, მათ მეტი შეუძლიათ, მეორე და მთავარი რაც ჩემს გაღიზიანებას იწვევს  არის ის, თუ როგორ შოულობენ ისინი ფულს, რომლის ძალიან, ძალიან მცირე ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავენ. მაშინ როდესაც იცი, რომ ეს ნავთობკომპანიები ხელისუფლებასთან გარიგების და ერთმანეთში კარტელური შეთანხმების შედეგად, საწვავის ფასს ხელოვნურად ზრდიან და ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს იმაზე გაცილებით მეტს გვახდევინებენ, ვიდრე რეალურად ბენზინი ღირს. ანუ როცა იცი, რომ ის ფული, რომლის ძალიან მცირე ნაწილს ისინი ქველმოქმედებაში ხარჯავენ, ყველა ჩვენგანის ჯიბიდან,  ყაჩაღურად ამოღებული ფულია, ბუნებრივი, გიქრება სურვილი ამ ადამიანებს მადლობა უთხრა. რა თქმა უნდა, თუ საკითხს ასე მივუდგებით: ხომ შეუძლიათ  ეს ფული მთლიანად სახლში წაიღონ და საერთოდ არ დახარჯონ ქველმოქმედებაზე, მაშინ კი ბატონო, ამის გამო შეგვიძლია ვუთხრათ მადლობა. შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ იმის გამო, რომ ჩვენი ჯიბეებიდან ამოცლილ ფულს მთლიანად არ ჭამენ და უმცირეს ნაწილს ქველმოქმედებისთვის იმეტებენ, რაც საბოოლოდ ისევ მათ რეკლამირებას ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ.

რეკლამა შემთხვევით არ მიხსნებია. ისინი ძალიან იშვიათად მონაწილეობენ, ისეთ საქველმოქედო აქციაში, რომელიც მათ დიდ რეკლამას ვერ გაუკეთებს. „იავნანას“ აქცია „რუსთავი ორით“  პირდაპირ ეთერში გადაიცემა და რეკლამირების კარგი საშუალებაა, მაგრამ სხვა შემთხვევებში რა ხდება?  -  შემიძლია ერთი კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოგიყვეთ. რამდენიმე კვირის წინ, ერთი ჩემი ნაცნობი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად აწყობდა საქველმოქმედო აქციას. აქციის ფორმატი მარტივი იყო: ყველა კომპანია, რომელიც 100 ლარს გადმორიცხავდა ლეიკემიით დაავდებული ბავშვების ფონდში აქციაზე მისი ლოგოთი დამშვენებულ ბუშტს მიიღებდა, რომელსაც ჰაერში გაუშვებდა. არ ვიცი იმიტომ, რომ   იაშვილის კლინიკის ეზოში გამართული აქცია არასათანადო რეკლამად ჩათვალეს, თუ სხვა მიზეზი იყო, მსხვილი კომპანიების დიდმა ნაწილმა აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. არადა, საუაბრი მხოლო 100 ლარზე იყო. 100 ლარს ზოგიერთი კომპანია წუთში შოულობს. საერთოდ რომ არ ყოფილიყო რეკლამის მომენტი გათვალისწინებული, განა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის 100 ლარის გადახდა დიდი კომპანიისთვის ასეთი პრობლემაა?  მაგრამ მათ ხომ ყველას პიარ-მენეჯერები ყავთ, რომლებიც ჩემს ნაცნობს ასე პასუხობდნენ, იცით, წლევანდელი ბიუჯეტი უკვე დაგემილი გვაქვს, ან ასეთ მცირე აქციებში ჩვენ მონაწილეობას არ ვღებულობთ და ა. შ. არადა, საუბარი მხოლოდ 100 ლარზე იყო. .  100 ლარზე.

ზოგჯერ კი, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ქველმოქმედება  შეიძლება ცინიკურიც იყოს. ჩვენ ყველას აგვიჩუყა გული ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო გადაცემაში ერთ-ერთი ბანკის მიერ გაწეულმა ქველმოქმედებამ. ამ ბანკმა ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს ბინა აჩუქა. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, მაგრამ როდესაც იხსენებ,  რამდენ ოჯახს ართმევენ ბანკები ბინას, როდესაც იხსენებ, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ბანკებმა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბინებიდან გამოასახლა, ასი ათასს აჭარბებს, ამ ტენდენციამ ისეთი შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რომ პატრიარქი იძულებული გახდა, თავის  ერთ-ერთ ქადაგებაში ბანკებისთვის სეპციალური ფონდის შექმნისკენ მოეწოდებინა, თუმცა ბანკებმა ეს მოწოდება ყურად  არ იღეს.და ბოლოს, როდესაც აცნობიერებ, რომ იმ ორი ოჯახისთვის ნაჩუქარი ბინები, შეიძლება ვიღაცისთვის წართმეული იყოს, ხვდები, რომ ქველმოქმდებაც შესაძლოა იყოს ცინიკური. ცინიზმია, აბა რა,  წლის განმავლობაში რამდენიმე ათასამდე ოჯახს უბინაოდ რომ დატოვებ  და  შემდეგ, იმ ბინებიდან  ორს ქელმოქმედებსითვის გამოიყენებ. აქ შეიძლება ვინმე შემოგვედაოს, რა ბანკების ბრალია, თუ ადამიანები რისკზე მიდიან, ბინებს აგირავებენ, მათ ხომ წინასწარ იციან, რომ შეიძლება ეს ბინა დაკარგონო, თუმცა თუ გავიხსენებთ, რა კაბალურ პირობებს სთავაზობენ ბანკები ჩვენს მომხმარებლებს, როგორ ცდილობენ ისინი ყველა ნაბიჯზე მოგატყუონ და გაატყაონ, ეს კითხვაც შეიძლება აღარ გაჩნდეს.

რა გითხრათ? თქვენი  არ ვიცი და მე ასეთი ქველმოქმედების არ მწამს. ნაკლებად მწამს, თუდნაც ივანიშვილის ქველმოქმედების, რადგან მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების ჩამონათვალში, არის აშენებული ეკლესიები, რესტავრირებული ძეგლები, გახსნილი სხვადასხვა ობეიქტები, ინტელიგენციის დიდი ნაწილისთვის გადახდილი ხელფასები, მაგრამ არ არის, თუნდაც რომელიმე უკურნებელი, ან განკურნებადი სენით დაავადებული ადამიანების დახმარების ფონდი. ბადრი პატარკაციშვილს, ბევრი კრიტიკოსი ყავს, მაგრამ როდესაც ვინმეს მასზე კარგის თქმა უნდა, "ტელეიმედს" ან, მთაწმინდის პარკს კი არა იხსენებს, არამედ მის მიერ შექმნილ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების  დახმარების ფონდს.