დანერწყვილი პური - კვირის პალიტრა

დანერწყვილი პური

ვერაფრით გამიგია, რატომ ვჭამთ დანერწყვილ პურს! თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჭამთ? ცდებით, ბატნებო! ლამის ყოველდღე ჭამთ.თუ პურს დიდ სუპერმარკეტებში არ ყიდულობთ, სადაც ყველა პროდუქტს, მათ შორის პურსაც, დახლიდან თავად იღებთ და ყიდულობთ თქვენი სახლის ახლო-მახლო რომელიმე პატარა მაღაზიაში, სადაც პურს გამყიდველი გაწოდებთ. ჩათვალეთ, რომ თქვენი პური გამყიდველის დორბლითაა დასვრილი და ამ ამბავს თქვენ არც კი აპროტესტებთ. ყოველშემთხვევაში, მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი ეს გაეპროტესტებინოს. გამყიდველსითვის ეთქვას, რას აკეთებთ, ქალბატონო, (ან ბატონო), რატომ მაჭმევთ თქვენი ნერწყვით დასვრილ პურს, ბარემ პირდაპირ დააფურთხეთ და ისე მომეცით. არა ,ამას არავინ ამბობს. მშვიდად იღებენ და მიდიან სახლში, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.

ეს პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაღაზიებმა  პოლიეთილენის უფასო პარკები შემოიღეს. აბა, კარგად გაიხსენეთ, თუ ყველა მაღაზიაში ასე არ ხდება: გამყიდველს აწოდებთ ფულს და ეუბნებით, რომ გინდათ პური. გამყიდველი იღებს პარკს, მერე საჩვნებელ თითს ილოკავს, რათა ეს პარკი გახსნას და როდესაც თითს გაილოკავს და პარკს გახსნის, მერე ამ ხელს თავისი გალოკილი თითით კიდებს პურს და პარკში გიდებთ. ჯერ არ შეგინიშნავთ, რომ ყველა გამყიდველი ასე იქცევა? მაშინ ამიერიდან დააკვირდით და მიხვდებით, რასაც მიირთმევთ. მე უკვე დიდი ხანია ასეთ მაღაზიებში პურს აღარ ვყიდულობ. ან თუ ვყიდულობ, მხოლოდ ცელოფანშემოკრულს, რათა მას გამყიდველის პირში გამოვლებული თითი არ შეეხოს. არადა, სეპციალური მოწყობილობა, რომელიც თითს ასველებს, რომ პარკების გახსნა იოლი იყოს, ,მხოლოდ ხუთი ლარი ღირს.

თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რომ გამყიდველები ასე არაჰიგიენურად იქცევიან, არამედ ის, რომ ამას არავინ აპროტესტებს, ყოველშემთხვევაში, მე არ შემხვედრია ჯერ ადამიანი, ვისაც მაღაზიაში ამის გამო პროტესტი გამოეთქვას, საკუთარი თავის გარდა, რა თქმა უნდა. და ყევლამ ისეთი თვალით შემომხედა...