ბურჯანაძის სამი საბედისწერო შეცდომა - კვირის პალიტრა

ბურჯანაძის სამი საბედისწერო შეცდომა

შეცდომა პირველი:

როდესაც ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში წავიდა, ერთი მიზეზით გამიხარდა: ვიფიქრე, ოპოზიციას, რომელიც იმ დროისთვის უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ერთი კონსტრუქციული და პროდასავლური ლიდერი შეემატება, ოპოზიცას საარჩევნო ველში დააბრუნებს, მეთქი. ბურჯანაძე ხომ სახელისუფლებო გუნდში ზომიერებით გამოირჩეოდა. იმ დროს თუ ვინმე პირადად მისი მხარდამჭერი იყო, ძირითადად - ამ თვისების გამო. ამ ადამიანებს პირველი იმედგაცრუება აქ ელოდათ. ოპოზიცაში გადასულმა ბურჯანაძემ ყევლაზე რადიკალური ლიდერის იმიჯი მოირგო. მან რადიკალიზმით და ქუჩის სიყვარულით ლევან გაჩეჩილაძესაც კი გადააჭარბა. შეიძლება მისი გათვლა ის იყო, რომ რადიკალურობით ხალხს თავის ჭეშმარიტ ოპოზციონერობას დაუმტკიცებდა, მაგრამ დაავიწყდა, რომ ამ გზის დისკრედიტირება გაჩეჩილაძემ უკვე მოასწრო. შედეგად ვერც ახალი მხარდამჭერები შეიძინა და ძველებიც დაკარგა.

შეცდომა მეორე:

უკვე ვთქვი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბურჯანაძე პროდასავლურობით  და ანტირუსული განწყობებით გამოირჩეოდა და მისი მხარდამჭერები ამ მიზეზითაც სცემდნენ პატივს. ოპოზიციონერად გარდქმნილმა ეს იმიჯიც შეიცვალა, პუტინს ეახლა, რაც ძალიან, ძალიან ცუდად გამოჩნდა. ბურჯანაძემ შეიძლება იმაზე გათვალა, რომ საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის აღდეგნას ბევრი ადამიანი ემხრობა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ბურჯანაძეს ეკითხებოდნენ, გსურთ თუ არა რუსეთთან კარგი ურთეიერთობაო, იგი პასუხობდა: გვსურს, მაგრამ მთავარია რის ფასადო. ოპოზციაში წასულმა ეს დაივიწყა. როდესაც უბრლაო მოქალქეებს სოციოლოგიური გამოკითხვების დროს ეკითხებიან: გსურთ რუსეთთან კარგი ურთეორთობები, ისინი პასუხობიენ, რომ სურთ, მაგრამ თუ მათ კითხავთ, გსურთ რუსეთთან ურთეირთობების აღდგენა, მაგალითად ღირსების დაკარგვის ხარჯზე, ისინი სხვანაირად გიპასუხებენ. ბურჯანაძემ ეს ვერ გაითვილასწინა და არა მარტო თავის ძველ მხარდამჭერებს გაუცრუა იმედები, არამედ ბევრს თავი შეაძულა, კიდეც.

შეცდომა მესამე:

ეს 26 მაისია. ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბურჯანაძეს პასუხისმგებლობის გრძნობა სხევბზე მეტად ქონდა განვითარებული. იმ დღეს კი იგი უბრალოდ უპასუხისმგებლოდ მოიქცა. მიუხედავად იმისა, რომ  არ შეიძლებოდა იმ აქციას დარბევის გარდა, სხვა რაიმე ხელსშესახები შედეგი მოყოლდა, მაინც არ დაშალა, შედეგად კი ხალხი დაიღუპა. დღეს კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მას არ მიუღია და სახალხო კრების სხვა ლიდერებიც გვერდში ედგნენ, მაგრამ ის პროცესი მისი ლიდერობით მიმდიანროებდა და ხალხმაც პასუხისმგბელობა მას დააკსირა. ვერვაინ დამრმწმუნებს, ბურჯანაძეს რომ იმ აქციის დაშლა ნდომოდა, ამას ვერ მოახერხებდა. დანარჩენი უკვე თავის მართლებაა და მეტი არაფერი. მან გაუმართლებლად გარისკა და ამის გამო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები აბსოლიტურად სკამრისია ბურჯანაძის პოლიტკური კარიერის პერსპექტივა ეჭქვეშ დავაყენოთ. ბიძინა ივანიშვილს შეეძლო მისი ხელოვნური რეანიმირება მოეხდინა (როგორც, მაგალითად დავითაშვილის მოახდინა), მაგრამ ეს არ მოისურვა და ამას ვერც დააძალებ.