არის თუ არა ეს ბილეთი?! - კვირის პალიტრა

არის თუ არა ეს ბილეთი?!

ყველას გახსოვთ, ალბათ ცნობილი ფილმი იპოლიტე ხვიჩიას მონაწილოებით, სადაც ის სტადიონის აბეზარ თანამშრომელს პირდაპირ ცხვირში ჩრის ჯიბეში შემთხვევით აღმოჩენილ ბილეთს, თან უყვირის: არის თუ არა ეს ბილეთი! არის, თუ არა ეს ბილეთი! დაახლოებით ასეთივე სცენა გათამაშდა შაბათს პარტია "ქართული ოცნების" ყრილობის შემდეგ, დაახლოებით ასევე დააძრო შაბათს ბიძინა ივანიშვილმა გულზე დაკიდებული ჯვარი და ხატი და "რეალ-ტვ"-ის ჟურნლაისტს ცხვირში შესჩარა. იმ დღეს ის ჟურნალსიტიც და ივანიშვილიც ზუსტად ასახავდნენ საქართველოში შექმნილ პოლიტკურ და არა მარტო პოლიტიკურ ვითარებას.

დღეს ჩვენს ქვეყანაში რწმენა არა მარტო სამოთხის საშვია, არამედ პოლიტკაში ყოფნის ბილეთიც. თუ მორწმუნე არ ხარ, პოლიტკაში არაფერი გესაქმება. დღეს სწორედ მორწმუნეობით განისაზღვრება პოლიტკური მომავალი და ამიტომაც ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით ატალახებენ საპატრიარქოს ზღურბლს, ეამბორებიან პატრიარქის ხელს, კოცნიან ხატებს და სხვის დასანახად იწერენ პირჯვარს. განა, ცუდია, როდესაც ადამიანი მორწმუნეა, სულ პრირიქით, მაგრამ, ცუდია, როდესაც ადმიანი მორწუნე პოლიტკური კონიუქტურის გამო ხდება.

ივანიშვილმა თავიდან კარგად დაიწყო. არ დამალა, რომ იმქვეყნიური ცხოვრების არ სჯერა, თუმცა შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, ხის ჯვარიც დაიკიდა და პატრიარქის ნაჩუქარი ხატიც. ახლა რას უნდა ვენდოთ - მის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას იქმვეყნიური ცხოვრების არ სწამს, თუ მის გულზე დაკიდებულ ხის ჯვარს?

მეორე მხარეა ხელისუფლება, რომელსაც ოპონენტები სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას საყვედურობენ და რომელიც თავისი ოპონენტების დისკრედიტაციას მათი ნაკლებმორწუნეობის გამოაშკარავებას ცდილობს. იმედია, არ მეტყვით ხელისუფლება რა შუაშიაო.

ალბათ, იკითხავთ რა უნდა ექნა ასეთ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ხელისუფლების დაქირავებული ჟურნალსიტი მიადგა და უტიფრად ეკითხება: გვაჩვენეთ ჯვარიო! არ აჩვენებდა და მერე პიარს აუგორებდნენ, ნახეთ, ჯვარს არ ატარებს, ეგ როგორი მართლმადიდებელიაო, აჩვენა და სხვები აკრიტკებენ, რატომ აჩვენაო. რა უნდა ექნა და უნდა ეთქვა: მკიდია ჯვარიც და "რეალ-ტვ"-ც, ოღონდ ჯვარი კისერზეო!

ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, სერიოზულად თუ ვიტყვით, გეთანხმებით, ამ შემთხვევაში ხელისუფების წარმომადგენელი (ანუ "რეალ-ტვ"-ს ჟურნალსიტი) წაუგებელ თამაშს თამაშობდა, მაგრამ ჯვრის ჩვენება, ხომ დამატებით ჟურნალსიტის პროვოკაციაზე წამოგებაც იყო. პოლიტიკოსი კი პროვოკაციას ასე მარტივად არ უდნა ეგებოდეს. მართალია, ბოლოს ამ საქციელის გამო ივანიშვილმა ბოდიშიც მოიხადა, თუმცა შედეგი მაინც ერთი მივიღეთ: მან ხელიდან არ გაუშვა შანსი, პოლიტკაში მოსლვის ბილეთი ჩვენთვის ცხვირწინ აეფრიალებინა.