დავეხმაროთ თბილისის მერს - კვირის პალიტრა

დავეხმაროთ თბილისის მერს

წინა კვირას საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე თბილისის მერის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა. და ჰოი, საოცრებავ - ამ დეკლარაციის მიხედვით, გიგი უგულავას ოჯახი უძრავ ქონებას საერთოდ არ ფლობს! მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში ნახევარზე მეტი გრაფა ცარიელია - მერს და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ არც უძრავი ქონება, არც მოძრავი ქონება, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება და არც ფასიანი ქაღალდები. ასევე, მერი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში და შესაბამისად, დეკლარაციის მიხედვით, მერის ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი და მისი მეუღლის შრომის ანაზღაურებაა. რაც შეეხება ანგარიშებს, დეკლრაციაში მითითებულია, რომ მისი შევსების მომენტისთვის, გიგი უგულავას "თი-ბი-სი" ბანკში 185 ლარი ჰქონდა, "საქართველოს ბანკში" კი 8000 ლარი. მერის მეუღლეს კი "საქართველოს ბანკში", 12 000 ლარი ჰქონდა, ნაღდი ფულის სახით კი 6000 ლარი.

ეს რომ წავიკითხე, გული დამეთუთქა. წარმოიდგინეთ ბატონ უგულავას არც საკუთარი სახლი ქონია და არც საკუთარი მანქანა ყოლია. ეს კაცი, თურმე მარტო ხელფასის ამარა სხვის სახლში ცხოვრობს და მხოლოდ სამსახურებრივი მანქნით სარგებლობს, ოპოზიცია კიდევ მას ყველაზე კორუმპირებულ ჩინოვნიკს ეძახის. სამართალია ახლა ეს? რას არ კადრულობენ ეს ჩვენი ოპოზიცნერები, ოღონდ მიზანს მიაღწიონ. ისეთი პატიოსანი ადმაინისთვის, როგორიც ჩვენი ქალაქის მერია, ჩირქის მოცხებასაც კი არ ერიდებიან.  საქართველოს ბანკში 185 ლარის ქონამ, ხომ, საერთოდ, ბოლო მომიღო. სურვილიც კი გამჩნდა, თანაქალქელებს წინადადებით მოგმართოთ: დავეხმაროთ ჩვენი დედაქალაქის მერს და ერთი ბინის ფული ავუგროვოთ, ა?