ორი დახურული შეხვედრის სტენოგრამა - კვირის პალიტრა

ორი დახურული შეხვედრის სტენოგრამა

კლინტონის და ოპოზიციის შეხვედრა

კლინტონი: აბა, როგორ ხართ, ბავშვებო?

ყველა ერთად: თქვენი წყალობით, თქენი წყალობით.

კლინტონი: მიშა ხომ არ გაბრაზებთ?

უსუფაშვილი: ძალიან ცუდად იქცევა, პატივცემულო.

კლინტონი: მართლა? მოვკლავ მაგას!

გამყრელიძე, თარგამაძე (ერთხმად): არა, არა, რა ცუდად... გამოსწორების გზაზეა აშკარად.

მანანა კობახიძე: რა გამოსწორება, რის გამოსწორება, ნამდვილი ნაძირალაა, გარეწარი, რეციდივსიტი. მაგას რა გამოასწორებს? მაგას...

კლინტონი: თქვენ ადრე არ მინახიხართ. ახალი ხართ?

მანანა კობახიძე: მე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ვარ.

კლინტონი: აბა, ის კაცი ვინაა, საარჩევნო კამპანიას ვაშინგტონში რომ ატარებს?

უსუფაშვილი: ის, ბატონო, ჩვენი ლიდერია.

კლინტონი: რატომ არ მოვიდა?

მანანა კობახიძე: ბებია გარდაეცვალა, პატივცემულო.

გამყრელიძე: გატყუებენ, პატივცემულო, ბებია მაგას კარგა ხანია მოუკვდა.

კლინტონი: არ მაინტერესებს, მოუკვდა თუ არა, შემდეგზე აღარ გააცდინოს, თორემ "არა"-ს დავუწერ. ხომ იცით ჩვენს ჟურნალში ჩაწერილი "არა" რასაც ნიშნავს?

უსუფაშვილი: ამ ერთხელ გავაპტიეთ, პატივცემულო. ჯერ ახალია და ყველაფერს ვერ ვაგებინებთ.

კლინტონი: ჰოდა, მერე კარგად აუხსენით... კარგი, დღეისთვის რა მოამზადეთ?

გიორგი თარგამაძე: პირველ რიგში, გეტყვით, რომ ვასრულებთ დანაპირებს და ვართ ძალიან, ძალიან კონსტრუქციულები, - იმდენად კონსტრუქციულები, რომ ზოგჯერ ჩვენს ოპოზიციონერობაში ეჭვიც კი ეპარებათ.

დავით გამყრელიძე: ჩვენც მასე ვართ.

კლინტონი: თქვენც? ადრე რომ გნახეთ, სხვანაირი იყავით.

დავით გამყრელიძე: შევიცვალე, პატივცემულო, უკეთესობისკენ.

კლინტონი: გადასარევი. "ქართულ ოცენბაში" რა ხდება? სწავლობთ გაკვეთილებს?

უსუფაშვილი: დიახ, პატივცემილო.

კლინტონი: აბა, მომიყევით.

უსუფაშვილი: ჩვნ მივისწრაფით ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ჩვენი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიის დამაყრება და ეკონომიკური განვითარება. არანაირი რევოლუციები, მხოლოდ არჩევნების გზა არის ჭეშმარიტი.

კლინტონი: ყოჩაღ! მართლა გისწავლიათ!

უსუფაშვილი: "რესპუბლიკელებმა" ეს ყოველთვის ვიცოდით, სხვებს ვერ ვაგებინებდით ხოლმე.

კლინტონი: კარგი, აბა, ჭკვიანად იყავით.

მანანა კობახიძე: მოიცადეთ, იმედს არ დაგვიტოვებთ?

კლინტონი: რა იმედს?

მანანა კობახიძე: რომ სააკაშვილს წაიყვანთ?

კლინტონი: წავიყვან რა, მიქელ-გაბრიელი ვარ, თუ იგორ ივანოვი?!

მანანა კობახიძე: უი...

კლინტონი: უი და ვაი, ვერ გიშველით. ხელი და თავი გაანძრიეთ!

უსუფაშვილი: უკვე ვანძრევთ.

კლინტონი: გააჩნია რას...

კლინტონის და სააკაშვილის შეხვედრა

მიშა: ჰელოუ, მაი დარლინგ!

ჰილარი: დარლინგ კი არა, დაჯექი! ნუ ცუნცრუკობ, თუ კაცი ხარ!

მიშა: ჰი-ჰი-ჰი...

ჰილარი: შენ კიდევ ვერ გაიზარდე, ხო?

მიშა: ჰი-ჰი-ჰი. გინდათ, ახალი პროექტები გაჩვენოთ? აი, ნახეთ, ახალი იუსტიციის  სახლი ასეთი იქნება, ახალი სასტუმრო...

ჰილარი: რა სახლი, რა სასტუმრო?! გაკვეთილი თუ ისწავლე?

მიშა: რა თქმა უდნა! ე-ე-ე...

ჰილარი: გისმენ, გისმენ.

მიშა: ე-ე-ე... შევინარჩუნოთ ევროატლანტიკური კურსი. გავზარდოთ ავღანეთში ჩვენი კონტიგენტი, არ წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციას. ე-ე-ე...

ჰილარი: მერე, მერე?

მიშა: სულ ეს იყო.

ჰილარი: დარწმუნებული ხარ? აბა, კარგად დაფიქრდი!

მიშა: დავფიქრდი, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ.

ჰილარი: ე. ი. ცუდად ფიქრობ. ტვინი გაანძრიე! ჩა...

მიშა: ჩა...

ჰილარი: ჩა-ვა...

მიშა: ჩა-ვა...

ჰილარი: ჩა-ვა-ტა-როთ...

მიშა: ჰო, ჩავატაროთ... ჩავატაროთ მივიწყებული მომღერლების კონცერტი!

ჰილარი: რა კონცერტი! რა მივიწყებული მომღერლები!

მიშა: აბა?

ჰილარი: დე...

მიშა: დე...

ჰილარი: დე-მო...

მიშა: ა, ჩავატაროთ დემონსტრაცია ლოზუნგით - მონიკა ლევინსკი ბოზია!

ჰილარი: რა მართალს ამბობდა შენზე კონდოლიზა!

მიშა: რას ამბობდა, რას? კონდოლიზას ძალიან მოვწონდი

ჰილარი: კი, გიჟდებოდა... გავაგრძელოთ! დე-მო-კრა...

მიშა: დე-მო-კრა... დე-მო-კრა... ა, დემოკრატიული ქვეყნების ცეკვების ფესტივალი!

ჰილარი: შენ სულელი ხარ, თუ თავს ისულელებ?

მიშა: ხან როგორ, ხან როგორ...

ჰილარი: მოკლედ, ჩავატაროთ დემოკრატიული...

მიშა: ჩავატაროთ დემოკრატიული... გინდა მბრუნავი რესტორანი გაჩვენოთ?

ჰილარი: ჩავატაროთ დემოკრატიული და...

მიშა: ჩავატროთ დემოკრატიული და... გინახავთ 37-ე სართულზე ეშმაკის ბორბალი?

ჰილარი: ჩავატაროთ დემორკატიული და სა-მა...!!!

მიშა: ჩავატაროთ დემოკრატიული და სა-მა... სამარცხვინო?

ჰილარი: რა სამარცხვინო, რა სამარცხვინო?! სა-მარ-თლი-ანი! სამართლიანი!

მიშა: ჰო, დემორკატიული და სამართლიანი... პროცესი, ჰო სამართლიანი პროცესი! რუსეთის აგენტების სასამართლო პროცესი, უნდა ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით!

ჰილარი: რა პროცესი, რა აგენტები! ბოლო შანსს გაძლევ. ჩავატაროთ დემოკრატიული და სამართლიანი არჩ...

მიშა: არჩ... არჩ... არჩ...

ჰილარი: ჰო, არჩ...!!!

მიშა: არ ვიცი და რა ვქნა!

ჰილარი: (კივის) არჩევენები! არ-ჩე-ვნე-ბი!

მიშა: უი...

ჰილარი: უი, შენ და ღვთის ცეცხლი!