რატომ არის ისევ სამათხოვრო ახალ "მარშრუტკებში" კონდიციონერი? - კვირის პალიტრა

რატომ არის ისევ სამათხოვრო ახალ "მარშრუტკებში" კონდიციონერი?

ადიხარ სამარშრუტო ტაქსში და კონდიციონერი ისევ გამორთული გხვდება, მგზავრები კი ჩუმად სხედან, არავინ არაფერს ამბობს. როდესაც სხვა არ ითხოვს, მერე იძულებული ხარ, ეს შენ გააკეთო. მძღოლი ერთს მწყრალად შემოგხედვას, ჯერ  ყურს მოიყრუებს, ვითომ არ ესმის, თუ ისევ გაუმეორე, მერე უხალისოდ რთავს. ამ დროს გულში რას ამბობს შენზე, არავინ იცის.

წინა დღეს, როდესაც "მარშრუტკა" გავაჩერე და კვლავ ვნახე, რომ კონდიციონერი გამორთული იყო, მძღოლს ტრადიციულად ვკითხე: "რა ხდება? გაფუჭებულია კონდიციონერი?" მძღოლმა ჯერ ისეთი სახე მიიღო, ვითომ ვერ გაიგონა. კითხვა გავუმეორე. ამჯერად ინება და ისევ კითხვით მიპასუხა: "რატომ არის გაფუჭებული?" "მაშინ ჩართე! რა, არ ცხელა?" – ვეუბნები. "კარგი, რა "მარშრუტკაში" სულ ოთხი კაცი ხართ, სავსე ხომ არაა, რომ დაგცხეთ?" - მპასუხობს ის. "მაგას რა მნიშვნელბა აქვს, რამდენი კაცია, საშინლად ცხელა და ჩართე," - ვეუბნები ისევ. "მოდი, რა ძმურად ვილაპრაკოთ, - მთავაზოვს მძღოლი. - შენ ხელფასი რამდენი გაქვს, დღეში რამდენი გამოგდის?" "რა შუაშია, მე რამდენი მაქვს?" - გაკვირვებული ვეკითხები. "აი, ერთი ათი ლარი მაინც ხომ გაქვს დღეში. როგორ ჩავრთო კონდიცონერი, როდესაც დიზელი ჩემი ჩასახმელია, ნაწილი ჩემი საყიდელია, დღიური თანხა გადასახდელი მაქვს. მე რომ ახლა კონდიციონერი ჩავრთო, მთელი ფული მაგაში უდნა წვაიდეს." - თავს მაცოდებს.

"ასეთს რას წვავს ეს კონდიცნერი?" - ვეკითხები. "თუ კონდიციონერს ჩავრთავ, ერთი იმდენი დიზელი უდნა დავამტო, რასაც ვასხამ" - მპასუხობს ის. ამის არ მჯერა, კონდიცონერმა მაქსიმუმ რამდნეიმე ლარით მეტი დიზელი მოიხმაროს, მაგრამ ამაზე აღარ ვედავები. "მერე ამას მე კი ნუ მიხსნი, შენს უფროსობას მოსთხოვე, რომ პირობები გაგიუმჯობესოს. ისინი გამოვიდნენ და თქვეს, რომ ზაფხულში ორი თვის განმავლობაში ვალდებულები ხართ, კონდიციონერი ჩართოთ. გვითხრეს, რომ მგზავობა იმიტომ გაძვირდა და ახლა 50 თეთრის მაგივრად 80 თეთრს იმიტომ იხდით, რომ წელიწადში ორი თვე კონდიციონერი გექნებათო" "აი, ძმურად ვილაპრაკოთ, რა, - მთავაზობს ისევ მძღოლი. ამ დროს როგორც იქნა ერთი სხვა მგზავრიც იღებს ხმას (შუა ხნის ქალია. კაცები ჩუმად არიან. ქართველი კაცისთვის ხომ ასეთ რამეზე პრეტენზიების გამოთქმა "გრეხია"). "ძმურად ლაპარაკი რა შუაშია?" - ინტერსდება ეს ქალბატონი. "სხვები რთავენ და შენ რატომ ხდი პრობლემას?" - ვეკითხები ისევ. "ეს მოკლე ხაზებზე რთავენ. გრძელზე კი არა" - აქ უკვე მძღოლი აშკარა ტყუილზე გადადის. "კაცო, ამ ხაზით ყოველდღე ვმგზავრობ და რთავენ" - ვეუბნები ისევ. მძღოლი თავს აქნევს, ალბათ გულში ფიქრობს, ეს ინტრიგანი ვინააო და კონდიციონერს რთავს, მაგრამ ასე გამოთხოვილი უკვე აღარც კონდიციონერი მინდა და აღარც მგზავრობა.

ამ მძღოლს კი ვუთხარი, რომ სხვები შენს ხაზზე უპრობლმოდ რთავენ-მეთქი, მაგრამ მთლად ასეც არაა. დანარჩენები, უბრალოდ, ასე არ გეპასუხებიან და კამათს არ გიწყებენ, თორემ უკვე მთელი ივლისი გავიდა და ჯერ არ ავსულვარ სამრშრუტო ტაქსში, სადაც კონდიციონერი ჩართული დამხვედროდეს, ყოველთვის მიწევს მოთხოვნა. მძღოლების უმეტესობა პირვლეივე მოთხოვნაზე რთავს, მაგრამ რატომ არის კონდიცონერის ჩართვა სამათხოვრო? არადა ივნისის ბოლოს გამოგვიცხადეს, რომ ივლისის და აგვისტოს განმავლობაში თბილისის სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერის ჩართვა სავალდებულო იქნებოდა (ვითომ ივნისში, ან სექტემბრის დასაწყისში არ ცხელა, ხოლმე). მერე რამდენიმე დღეში, ალბათ მეტი დამაჯერებლობისთვის გვითხრეს, რომ კონდიციონერის არჩართვის გამო რამდენიმე მძღოლი დასაჯეს და ათი დღით მუშაობა აუკრძალეს. ასევე დაგვპირდნენ, რომ მკაცრად გააკონტროლებენ, ვინ არ ასრულებს დავალებას. სწორედ ამის შემდეგ იყო, როდესაც ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდებოდა ის მარაზმი, რომელიც კონდიციონერებთან დაკავშირებით შეიქმნა, როდესაც მძღოლები მათ ჩართვას ყველანაირად თავს არიდებდნენ და ვინც მოითხოვდა, იმათ ან ეჩხუბებოდნენ, ან თავს აცოდებდნენ, თუმცა უკვე ივლისი დასრულდა და მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა.

თუმცა, მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო მაინც მძღოლების ლოგიკაა, რომლებსაც ერთად დგომა არ შეუძლიათ, არ შეუძლიათ თავიანთ ხელმძღვანელობასთან მოთხოვნების დაყენება (წარმოიდგინეთ, ყველა მძღოლი ერთ დღეს რომ გაიფიცოს, რა მოხდება.), კაბალურ პირობებზე თანხმდებიან, სამაგიეროდ მგზავრების ხარჯზე სურთ პირობების გაუმჯობესება. ანუ მძღოლები გეუბენბიან: მე ჩემი უფლებებისთვის ვერ ვიბრძვი, ამის ერთი  ადგილი არ მაქვს და შენ გამიგე, მთელი 40 წუთი ხვატში იჯექი, თან გაძვირებული საფასურიც გადაიხადე. რაც ყველაზე საინტერესოა, მგაზვრების უმეტესობა ასეთ პირობებზე თანახმაა, რადგან სურვილიც კი არ უჩნდება, კონდიციონერი მოითხოვოს.