წლის სირცხვილი - დღეიდან "ოცნებას" უფლება არა აქვს, გირგვლიანის საქმეზე ხმა ამოიღოს!
წლის სირცხვილი - დღეიდან "ოცნებას" უფლება არა აქვს, გირგვლიანის საქმეზე ხმა ამოიღოს!
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

"ოცნება" 2015 წელს სამარცხვინო გადაწყვეტილებით ამთავრებს. ეს არის გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ლევან მურუსიძის სააპელაციოში დანიშვნა.


ნუ იტყვით, რომ "ოცნება" არაფერ შუაშია. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს ხმები არ ჰყოფნიდათ და სწორედ "ოცნების" დანიშნულმა წევრებმა დაუმატეს. მოსამართლეებთან ერთად ევა გოცირიძემ, ვახტანგ თორდიამ და კახა სოფრომაძემ მისცეს ხმა მურუსიძეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო, ხოლო პრეზიდენტის დანიშნულმა წევრმა კენჭისყრა დატოვა.

მურუსიძე ამტკიცებს, რომ გირგვლიანის საქმეში მართალია და კანონის მიხედვით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, მაგრამ იურისტების მთელი კოჰორტა - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი - საწინააღმდეგოს ამბობს.
მე, ბუნებრივია, იურიდიული საკითხების განხილვას ვერ დავიწყებ. მთავარი ის არის, რომ მისი სახელი ამ სამარცხვინო საქმეს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, მას რომ პატიოსნად ემოქმედა, შეეძლო დაზარალებული მხარის სარჩელის დაკმაყოფილება და საქმის სააპელაციოში დაბრუნება. არ ვიცი, ეს რამეს შეცვლიდა თუ არა, მაგრამ ლევან მურუსიძე საზოგადოების წინაშე პირნათელი იქნებოდა. დღეს კი მან რაც უნდა ამტკიცოს, რომ სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო, მისი არავის
სჯერა. ასეთ სიტუაციაში მე არც მურუსიძის გაჯიუტება მესმის და არც იუსტიციის საბჭოში "ოცნების" კვოტით დანიშნული წევრების. მათი მთავარი არგუმენტი ასეთი იყო, მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი მურუსიძეს მხარს უჭერს, ამიტომ მისი
კანდიდატურის ჩაგდება სხვა მოსამართლეებს შეაშინებდა და არასტაბილურობის განცდას გაუჩენდაო.

მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი იმიტომ უჭერს მხარს მურუსიძეს, რომ ყველა "ნაციონალების" დროს არის დანიშნული და თითქმის ყველას ერთი ქაქი აქვს ნაჭამი. ამიტომ მოსამართლეთა მხარდაჭერა გასაგებია, გაუგებარია "ოცნების" დანიშნული წევრების მხარდაჭერა და არ მჯერა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ძალდატანების გარეშე მიიღეს.
ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს საქმე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გადაწყდა. ამ ნაბიჯით "ოცნების" ხელისუფლებამ თავად დაასრულა საუბარი სამართლიანობის აღდგენაზე. დღეიდან "ოცნებას" უფლება არა აქვს, გირგვლიანის საქმეზე ხმა ამოიღოს!

იხილეთ ასევე: პოლიტიკა "იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"




hiugo555
06 იანვარი 2016 11:46

hiugo555
28 დეკემბერი 2015 13:53
ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო....!!!!ეს ამოწყვეტაა...როდესაც ყველაფერს გკადრებენ,სამართალს გახურავენ(....0),ბიუჯეტს იპარავენ50000,კორუფცია მძვინვარებს,ქაოსი,ვიღაცა საიდანღაც მართავს ქვეყანას (რაც პრეცენდენტია და ალბათ მომავალშიც ასე იქნება რადგან იმსახურებთ.)საყდრის გიფეთქებენ ........... და პრეტენზია კი არა საყვედურიც არ გაქვს სათქმელი....ეს განაჩენია...დაე იყოს....
mitro

http://www.kvirispalitra.ge/merab-metreveli/27881-tslis-sirckhvili-dgheidan-qocnebasq-ufleba-ara-aqvs-girgvlianis-saqmeze-khma-amoighos.html?add=1&start=15
--------
05 იანვარი 2016 10:49
ისე რა მიკვირს იცით ის კი არა, რა გააკეტა და რა უსამართლობას ჩადიოდა , იმიტომ რომ ეგ მარტო არ იყო, ანუ მთელი სასამარტლო კორპუსი უნდა გადააყენო, არაფერს ვამბობ მტელ ქვეყანაშI ყველგან ნაცები რომ არაინ წინა დაგილებზე, აქ ის მიკვირს, რომ თუ მარატლა სინდისი გქვს ამდენ ლაფს როგორ იტან ადექი და უარაი ტქვი, მაგარამ აქ პიროვნება ჩანს თვითონ, რომელსაც კიდია ყველაფერი და ჰიტლერი სისტემასაც მორეგება და დარაკულსაცმ ანუ პრინციპი არ ააქვს უმარლეს სამარტლას და ისე გაგიშვებს გაზის კამერაში არც დაფიქრდება, მთავარაის სისიტემას მორგოს და არა სამართალს, აი ფაქტი სამწუხარო ეს არის თორემ შეუცდომელი ვინ არსი? ანუ ჩვენ სისტემას მორგებულ ხალხს ვირჩევთ და არა სამართლას და კანონს??
ბუკი
04 იანვარი 2016 17:01
ოცნება აქ არაფერ შუაშია, აქ მთავრია ამ ფარის სოლოლაკელი მეთაურია, რომელმაც მურუსიძე მოიწონა, ის ხომ ასეთი არარაობების ხელით აკეთებს თავის საქმეებს! ასე იყო იმ მთავრობაშიც, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მესიაზე პრეტენზიის მქონე წინამავალზე უარესი ნაძირალა გამოდგა!
pepe
04 იანვარი 2016 13:47
მურუსიძის გამომეტყველებას ემჩნევა, რომ ის მსხვერპლი კი არ არის,არამედ ყველაფაერს გააკეთებს ფულის გულისთვის. უზნეო, ფლიდი, მლიქვნელი და გარეწარი ადამიანია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?