სიმულანტი და სიმულანტზე უარესი, ანუ როგორ გააბრაზა ლევანმა გაუთხოვარი ქალები
სიმულანტი და სიმულანტზე უარესი, ანუ როგორ გააბრაზა ლევანმა გაუთხოვარი ქალები
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

წინა კვირას გრიპმა შემოგვიტია და ლარი წაგვექცა.


ლარის კურსმა ისტორიულ მინიმუმს უწია და ახალ ანტირეკორდებს ამყარებს­, ანუ ასეთ დაბალ ნიშნულზე ის არასდროს ყოფილა, თვით ავადსახსენებელი შევარდნაძის ეპოქაშიც კი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თურმე ჩვენ არაფერი შეგვიძლია და გარე ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული. თუმცა ხალხი ისეთი შეშინებული აღარ ჩანს, როგორც ადრე. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენში უფრო დიდი საფრთხე გაჩნდა - ე. წ. ღორის გრიპი. ვიღას სცალია ლარის კურსისთვის,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხალხი ერთ წამოხველებაზე სასწრაფოს იძახებს­ და ლამის სიცხის გასაზომადაც 112-ში რეკავენ. ამან ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ მინისტრი იძულებული გახდა, სხვადასხვა დაწესებულების მენეჯერებისთვის მოეწოდებინა, თქვენი მანქანები ოჯახის ექიმებს დაუთმეთო, მაგალითი კი ყველას თვითონ მისცა და მანქანა,
რომელიც მას ემსახურება, ერთ-ერთ კლინიკას ათხოვა. იმედია, მისი მცდელობა უკვალოდ არ ჩაივლის და მიმდევრებიც გამოუჩნდებიან. გრიპს კი ქართველები თავს არ დავაჩაგვრინებთ, გინდა ღორის იყოს და გინდა - გარეული ტახის!

სიმულანტი და სიმულანტზე უარესი


სიმულანტი ფეხბურთელი გამიგია, მაგრამ აქციის მონაწილე სიმულანტობდეს, პირველად ვნახე. როცა პარლამენტში მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის
ამკრძალავ კანონპროექტს განიხილავდნენ, პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათთან დაახლოებულმა არასამთავრობოებმა, მძღოლებმა, დილერებმა აქცია გამართეს, ცოტა ხანში კი ატეხეს ყვირილი, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს დაარტყაო. გამოიყვანეს "დაზარალებულიც", რომელიც ისეთი გამწარებული ჰყვებოდა, როგორ სცემა დეპუტატმა, ვიფიქრე, ეტყობა, მეჭიაურმა მოკრივის ილეთები გამოიყენა-მეთქი. მერე ვიდეოც გაავრცელეს და რას ვხედავ: ეს "ნაცემი" ("ცემამდე", რასაკვირველია) მეჭიაურს ცხვირწინ უდგება და მის სახესთან უსტვენს, დეპუტატი კი ხელს აუკრავს.

არა, რა თქმა უნდა, დეპუტატს ბევრის მოთმენა ევალება და ესეც არ უნდა ექნა, მაგრამ დარტყმა სხვა რამეა, მე ასე ვიცი! მეჭიაურის მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ბავშვობიდან ვერ ვიტან სიმულანტ ფეხბურთელებს, მინდორზე რომ გაგორდებიან და ცალი თვალით
მსაჯისკენ იყურებიან, ყვითელ ბარათს თუ ამოიღებსო. ის მეჭიაურის "ნაცემი" ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, მსაჯს ისე გამოსტყუებდა პენალტს, ეჭვიც არავის შეეპარებოდა.

თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც საკომიტეტო მოსმენაზე ნუგზარ წიკლაურმა იკადრა. მან, როგორც იქნა, ამოხსნა საიდუმლო, თუ რატომ აპირებს მთავრობა მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას. ბატონმა ნუგზარმა კომიტეტის სხდომაზე "ჩამჭრელი" კითხვა დაუსვა მომხსენებელს - შემთხვევით ხომ არ გაგიგიათ, მთავრობაში ვინმე "ლადას" ლობირებდესო, ანუ ბატონმა ნუგზარმა მარჯვენასაჭიანების თემა არაორაზროვნად რუსულ მანქანებს დაუკავშირა. მისი ლოგიკით, მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანას იმიტომ კრძა­ლავენ, რომ რუსული "ლადა" გასაღდეს! აი, ეს გახლავთ დედუქციის მწვერვალი!

ლევანი და გაბრაზებული ქალები


თუ ჩვენ ამერიკელები გავაბრაზეთ, ლევან ბერძენიშვილმა უარესი ქნა და გაუთხოვარი ქართველი ქალები გადაიკიდა. წინა კვირას ბატონმა ლევანმა პარლამენტში სტაჟიორებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალიაო. ვერ მოუვიდა კაი ამბავი. მტერს და ავს ქართველი ქალების გადაკიდება! ჩვენ ვართ პრობლემაო?! - ისე იხუვლეს სოციალურ ქსელში, ბატონმა ლევანმა უკან დაიხია - ვიხუმრეო. არადა, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, ნახევარი სიმართლე რომ არ იყოს. ახლა მეც ვხუმრობ, ბატონებო, უფრო სწორად, ქალბატონებო.

ისე, თუ სერიოზულად ვიტყვით, პრობლემა გაუთხოვარი ქალების სიმრავლე კი არა, ის არის, ამ გაუთხოვარ ქალებს პარტნიორის ყოლა რომ ეკრძალებათ. თუ ვერ გათხოვდა, ესე იგი, სიცოცხლის ბოლომდე ქალიშვილად უნდა დარჩეს, თორემ ოჯახი ვერ გაუგებს, ძმა თავს ვერსად გამოყოფს და მადლობა თქვას, თუ სახლიდან არ გააგდეს. აი, ეს არის ქვეყნის პრობლემა და ქალთა უფლებების დარღვევა!

სიმღერა გამგებელზე

ეს ამბავი უკვე იცით. ბევრი დაიწერა. ჰოდა, რაღა დავამატო! მარტო მისი გახსენებაც კმარა, რომ სიცილით დაიხოცოთ. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული - სადამდე დაეშვნენ გორელები! აქამდე სტალინს უძღვნიდნენ სიმღერებს, ახლა კი ვინმე დათო ონიაშვილს უმღერიან, რომელიც გორის გამგებელი ყოფილა. კაი ბატონო, კორპორაციული ქეიფია, გართობა მოგინდათ, თან გამგებლის სიამოვნება, მაგრამ კულტურის სამსახური რომ გქვია, ისეთი ტექსტი მაინც ხომ უნდა დაწერო, ვიღაცამ არ თქვას, ამათ ცხოვრებაში ლექსი თვალით არ უნახავთო. თორემ მე რა - გინდა სტალინს უმღერეთ და გინდა - ონიაშვილს!
ფხუუუუუუუუუუუუ
19 თებერვალი 2016 12:00
ქალი რო 30-ს გადაახტება ის უკვე ქალი არაა ის ბებრუხანა წაკლაა
kaxa
05 თებერვალი 2016 20:02
ვინც ვერ თხოვდება - არ არის სწორი გამოთქმა, ქალი შეიძლება არა მარტო ვერ, არამედ პრინციპულადაც არ გათხოვდეს, მაგრამ ამას, ეტყობა, ვერც ასე პროგრესულად მოაზროვნე (საკუთარ თავს ასე აღიქვამს) მეტრეველი წარმოიდგენს. ისევ ფარისევლობა.
vai vazeliniani metrevelis patrons
27 იანვარი 2016 12:59
ლევან ბერძენიშვილის და თუ გნებავთ, ამ ერთუჯრედიანი ქლესა მერაბ მეტრეველის ყოლას, რა ტქმა უნდა უკაცობა ჯობია, ქალს ღირსება თუ აქვს.
თამარი
26 იანვარი 2016 18:45
მერაბ როგორც ყოველთვის ამჯერადაც 100000000000%%%% მართალი ხარ ყველაფერში.ვამაყობ შენით და ყოველთვის ვკითხულობ შენს ბლოგს.წარმატებები ძალიან ნიჭიერო და განათლებულო ადამიანო.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა