"სოფლელების" ამბოხი!
15-02-2016
"სოფლელების" ამბოხი!
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"რაიონიდან ჩამოსულები" ახსენა, ვითომ ვაკეში ყველა ეგრევე პროფესიონალად იბადება! დედის მუცლიდან დაჰყვებათ უნარები!"


გასული კვირის სამუშაო დღეების ბოლოს, ანუ პარასკევს, სოციალურ ქსელში სოფლელების ამბოხის მოწმე გავხდით; უფრო სწორად - "რაიონიდან ჩამოსული" ჟურნალისტების! ერთი ამბავი იყო ატეხილი. პროტესტის ნიშნად წერდნენ პოსტებს: მე ქუთაისელი, ვარ, მე ზესტაფონელი ვარ, მე გორელი ვარ, მე წალენჯიხელი ვარ და ა.შ. პარალელურად კი "უცნობს", იმავე გია გაჩეჩილაძეს ლანძღავდნენ. არადა, გასალანძღი კი იყო, სიტყვა
უშნოდ გაექცა, როდესაც ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე ლაპარაკობდა, რატომღაც "რაიონიდან ჩამოსულები" ახსენა, ვითომ ვაკეში ყველა ეგრევე პროფესიონალად იბადება! დედის მუცლიდან დაჰყვებათ უნარები! თუ "უცნობს" ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე სურდა საუბარი, ესაუბრა, ვინ უშლიდა, მაგრამ რა შუაში იყო "რაიონიდან ერთი თვის ჩამოსული?" მერე კი გაავრცელა განმარტება, მაგრამ სიტყვა რომ
გაგექცევა, ჯობია შეცდომა აღიარო და ბოდიში მოიხადო, ვიდრე თავი იმართლო და იძახო, ეგ არ მიგულისხმიაო. თორემ ეს სოციალური ქსელი ისეთი რამეა, ერთი რომ აგორდება ტალღა, დღის ბოლოს შეიძლება ცუნამად იქცეს და წაგლეკოს! აქ ყველაფერი გადამდებია, განსაკუთრებით პროტესტი. ბოლოს მგონი, თბილისელებიც კი წერდნენ, რაიონიდან ვართო! ბოლოს თავად "უცნობმაც" კი აღიარა, მეც ჩამოსული ვარ, სოფელ წევადან ვარ წარმოშობითო და საერთოდ თბილისელი მარტო ხოხობი იყო და ისიც ვახტანგ გორგასალმა მოკლაო. ამით დასრულდა რაიონიდან ჩამოსულების ამბოხი, რომელთა რიცხვში ალბათ მეც გავდივარ, რამეთუ ბათუმელი ვარ.


jUMANjI
25 თებერვალი 2016 10:22
ვიხუმრე, თორემ მეც ჩუმლაყიდან ვააააააააააააააააააააარ....
temuri
19 თებერვალი 2016 13:44
ჯუმანჯი სოფლელობა არავის "უტყდება"უბრალოთ არვიცი რატო აკეთებთ "სვეცკობა" და ქალაქელი "ძერსკობა" დიფერენციას ქალაქელი მაღლა მდგომი და სოფლელი დაბლა მდგომი, ტქვენ სიტყვა სოფლელს დამცირებისათვის იყენებთ და ეს ყველამ კარგად ვიცით ამიტომ დიახ ტქვენნაირებისგან ასე მომართვა საწყენი კიარა ტავიც რო გაგიტეხოთ ვინმემ კიდე ცოტაა,და ერთი ადგილი მიაყენოთ ჯობია არავისზე არავინ არაფრით არაა მეტი და ნაკლები,ჯობია ყველამ თავის თავზე იმუშაოს და არაა ერთმანეთ დაამცირონ...
jumanji
19 თებერვალი 2016 10:24
რატო გიტყდებათ სოფლელობა მაინც ვერ გამიგია??? თბილისში ჩამოდიხართ, აქცენტს ვერ იშორებთ, კორპუსის ლოჯებში ქათმები გყავთ მომრავლებული, კორპუსის წინ მიწებს შემოღობავტ და ამუშავებთ.... და კიდე სხვებზე ბრაზდებით სოფლელებს გვეძახიანოოოოო....

რედაქტორის რჩევით