ფეხების დახვრეტის ტრადიცია და... როცა ყველგან გეები გელანდება
ფეხების დახვრეტის ტრადიცია და... როცა ყველგან გეები გელანდება
სამწუხარო ფაქტი მოხდა: პოლიტიკოსს დღისით-მზისით სცემეს და სამი ტყვია ესროლეს, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ზოგიერთი დეპუტატის განცხადებები იყო, რომლებიც გამოძიების დასრულებას არც კი დაელოდნენ, ისე ალაპარაკდნენ პეტრიაშვილის პირად ცხოვრებაზე და ეს ფაქტიც მას დაუკავშირეს.

მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ასეთ საქმეში სულსწრაფობა პოლიტიკოსისთვის შეიძლება სამარცხვინოც იყოს.

ასევე სამარცხვინოა რუსეთში გავარდნა და მათთვის სიმღერა ან ცეკვა, მაგრამ ის, რაც წინა კვირას "კორკოტასა" და მერე ნინო ანანიაშვილის მისამართით ხდებოდა, არანაკლებ სამარცხვინო
You must have Flash Player installed in order to see this player.
მგონია. ორივე ჯვარზე გააკრეს! ყველგან ქვეყნის მტრები როგორ უნდა გველანდებოდეს?! მერე ეს მანიაში გადადის. აჭარაში ყოფილა ასეთი ორგანიზაცია "მამულიშვილთა კავშირი", რომელიც ბათუმის ბულვარში მდგარი ერთ-ერთი ქანდაკების აღებას ითხოვს. აი, იმის, ბიჭი გოგოს გულს რომ ჩუქნის, რადგან, მათი აზრით, თურმე ეს "ცისფერების ქანდაკებას" წააგავს, გოგო ბიჭს უფრო ჰგავსო. ამაში მათ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეც ეთანხმება. რაიმე ისეთი დეტალი მაინც მივამატოთ, უფრო გოგოს რომ დაემსგავსოსო. ქანდაკება, ფაქტობრივად, ორი დაგრეხილი მავთულისგან შედგება, რა დეტალი უნდა მიამატონ? რამდენჯერ მინახავს ეს ქანდაკება და ეჭვი არასდროს
გამჩენია, რომ ორივე ბიჭი იყო. თუ მანია არ გჭირს და ყველგან გეები არ გელანდება, მაშინ ასეთმა აზრებმა რატომ უნდა შეგაწუხოს?

თუმცა სომხეთში, მგონი, ჩვენზე უარესი სჭირთ. აბა, სომხეთის პარლამენტის წევრს, არამ მამუკიანს მოუსმინეთ: "კაცების გადაკოცნის ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს. ეს ტრადიცია საქართველოდან მოვიდა. იქ კაცები ყოველდღე კოცნიან ერთმანეთს", - განაცხადა მამუკიანმა. მოგწონთ სომეხი დეპუტატის მსჯელობა? ჰოდა, სწორედ მას ვემსგავსებით, როდესაც გვგონია, რომ დასავლეთი რაღაცას თავს გვახვევს!
ზურა
08 აპრილი 2016 17:04
ანახე ბიძიებს "პასპორტი" თორემ დაგვექცა თავზე საქართველო :D :D :D
კარლო
05 აპრილი 2016 14:53
ვაი თქვენს პატრონს. გოგოს მავთული წინაც რომ გაღუნონ ცოტა ხომ დაემსგავსება კაბას. ფეხსაცმელები რომ ქუსლებზე შეაყენონ მაშინ ხომ არავის შეეპარება ეჭვი ვინ ვინ არის??? ისე მაგარი მოქანდაკეს ნამუშევარია.
temo
10 მარტი 2016 22:50
ვეთანხმები იმას რომ მხოლოდ ძალიან ახლობელ და მინიმუმ ერთი კვირის უნახავს უნდა გადაკოცნო და არა ყველას პადრიად,ეგეც არიყოს არა ჰიგიენურია ამ ვირუსების ეპოქაში.
vefxvia
05 მარტი 2016 02:27
თENGUჩHA, ბიჯო, იმიტომ არასოდეს სეგიხედავს ისეტი ტვალიტ, რომ ქალს და კაცს ვერ არცევ, და ამაცია სენი სექსუალური გადახრები, კიდევ კარგი, რომ სენნაირები დზალიან ცოტანი არიან, პატივი ეცი ჯანსაგ, ნორმალურ ხალხის აზრს !!!.......
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?