არ გვე-კადრება! ანუ როცა მაროშკინა პატიოსნებისთვის იბრძვის, "ნაცმოძრაობა" - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის - კვირის პალიტრა

არ გვე-კადრება! ანუ როცა მაროშკინა პატიოსნებისთვის იბრძვის, "ნაცმოძრაობა" - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის

(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

მაშინ როცა ეგვიპტელმა მამაკაცმა თვითმფრინავი ყოფილ ცოლთან შეხევდრის მიზნით გაიტაცა, როცა თბილისში ევროპის სახალხო პარტიის საპატიო პრეზიდენტი ბატონი დოლი, ჩამოვიდა, რომელიც მანმადე გვექმურებოდა, თუ არჩვენებს სწორად არ ჩაატარებთ, ვიზალიბერალიზაციის პროცესს პრობლემები შეექმნებაო, როცა უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტების შიმშილობის გამო თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და მთელი საქართველო ფარული კადრების მორიგი სერიის გამოსვლას ელოდებეოდა, კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშალა.

ვიღას ახსოვდა ტერორიზმი, დოლი და "ბარაბანი", ან უნივერსიტეტი, მმართველი კოალიცია დაიშალა. უფრო სწორად დაშლა დაანონსდა. არადა, ვინ იფიქრებდა ასეთი მკვიდრად ნაგები შენობის ჩამოქცევას. ეს შენობა თავსი დროზე ხომ სააკაშვილს ზიზღმა და ივანიშვილის რესურსებმა გააერთიანა. ასეთი მკვიდრი დუღაბი ადრე არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ ჰქონია. მერე სააკაშვილი წავიდა ივანიშვილიც მიჰყვა, მაგრამ მთავარი ხომ საძირკველია! ვინ იფიქრებდა, რომ დიდხანს ვერ გაძლებდნენ ერთად: ლიბერალები და კონსერვატორები, მემარჯვენეები და მემარცხენეები, პროევროპელები და პრორუსები. ვის რაში აინტერესებს იდეოლოგია, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის წყურვილი გაერთიანებს, მაგრამ აგე... დაიშალა.

ხუმრობა იქეთ იყოს და "ეროვნული ფორუმი" თავიდანვე ცალკე იქაჩებოდა, რესპუბლიკელებს ერთი დედას არ აგინებდენენ, თორემ ყველაფერს ეძახდნენ თანაკოალიციელები და აიძულებდნენ ეს ნაბიჯი გადაედგათ. და საერთოდ, უკვე ისე ჩანდა, რომ პარტია "ქართულ ოცნებას" ცალკე უნდოდა კენჭისყრა, რადგან სხვა ყველა პარტია მისთვის ბალასტია და ტყუილად საარჩევნო სიაში მათთვის ადგილი უნდა დაეთმო. გადაწყვეტილება კი სწორია, მაგრამ უფრო სამართლიანი იქნებოდა ამაზე თავიდანვე რომ შეთანხმებულიყვნენ, თორემ ახლა რა გამოვიდა: კოალიციაში შემავალი ყველა პარტია ზრუნავდა კოალიცის იმიჯზე და არა საკუთარი პარტიის, რაც არ მოსწონდათ ხმამაღლა იშვიათად ლაპარაკობდნენ, ყველა შეცდომაზე პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ, შედეგად მათი პარტიების რეიტინგს ამ წლების განმავლობაში არაფერი მომატებია, კარგი საქმე მთავრობას და "ოცნებას" ეწერებოდა, ხოლო ცუდზე ყველა იზიარებდა პასუხსმგებლობას. თავიდანვე რომ შეთანხმებულიყვნენ, რომ ეს ოთხი წელი ერთად ვიქნებით, მაგრამ მერე არჩევნებზე ცალ-ცალკე გავალთო, ყველა პარტია პარალლეურად საკუთარ იმიჯზეც იზრუნებდა და რაც არ მოეწონებოდა ხმამაღლა იტყოდა ანუ თავიდანვე იქნებოდა ეს "პარტნიორობა-კონკურენციის" ფორმატი. ახლა რომ დაიწყებენ წინასაარჩვენოდ ცუდის კრიტიკას, ხალხი ხომ ეტყვის, რავა აქამდე ვერ ხედავდით ამასო?

მოკლედ, კოალიციის ყველა სხვა პარტია "ოცნების" გარდა ცუდ დღეში და ფორსმაჟორშია. "ოცნებას" კი რა ენაღვლება, სახელისფლო რესურსი მის მხარესაა, ივანიშვილი მათ მხარესააა, მთავრობის გაკეთებული კარგი საქმეები მათ მხარესაა, ერთადერთი ცუდზე უნდა გასცენ დამაჯერებელი პასუხი. სხვებმა იკითხონ, შეიძლება ბარიერიც ვერ გადალახონ და საერთოდ პარლამენტს მიღმა დარჩნენ. პარლამენტში კი "ოცნება", "ნაცები" ბურჯანაძე და ინაშვილი ვიხილოთ, პლუს ალასანია.

მოკლედ, წინ საინტერესო არჩვნები გველის. უფრო საინტერესო - წინასაარჩევნო კამპანია. მანმადე კი ზოგი იმის გარკვევეითაა დაკავებული, ვინ ვის ცოლთან დადის, ვის რამდენი შეყვარებული ჰყავს და ქალებში დადიან, თუ კაცებში. მეჭიაურმა პრობლემა კი არ არის, ვისთან ივლი, უბრალოდ, ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ ქალებში დადიან და სინამდვილეში კაცებში დადიანო. ჰოდა, მოვითხოვ, აწი ყველა პარტიამ წინასაარჩევნო პროგრამაში შეიტანოს, მისი წევრები არჩევის შემთხვევაში ქალებში ივლიან, თუ კაცებში. თუ მოგვატყუებენ, პასუხი ხომ უნდა მოვთხოვოთ?!

ამ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფამ ზოგი ისე დაზაფრა, რომ ყველა საეჭვო გზავნილში ფარული კადრები ელანდებათ და პროკურატურაში გარბიან. ლალი მაროშკინა კი მეჭიაურს ეთანხმება, რომ ვისზეც კადრები არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ. აბა, როგორ ოჯახი, ქმრის ერთგულება და რამეაო. მოკლედ, მაროშკინა პატიოსნებისთვის ირძვის, "ნაცმოძრაობა" - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის. მე კი მაქვს წინადადება კადრების გავრცელების წინარმდეგ კამპანიას და არა მარტო მას დავარქვათ "არ გვე-კადრება"!