გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი
16-05-2016
გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი
"ოცნება" "ნაციონალებს" ჰბაძავს­ და ცდილობს, მათგან ყველანაირი­ სიგლახე ისწავლოს"

თითქმის რვა წელია, რაც ყოვე­ლკვ­ირა­ ჩვენი გაზეთის მკითხველს ამ რუბ­რ­იკას ვთავაზობ. შეიძლება ყოველთვის არ მეთანხმებოდით, ყოველთვის არ მოგწონდათ, რასაც ვწერდი, მაგრამ ვიცი, რომ მკითხველებ­ისთვის ის საინტერესო­ იყო. ალბათ, ასე გავაგრძელებდი კიდეც, რომ არა ჩემი ახალი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.­ პროფესიას ვიცვლი! ჟურნალისტიკას ვემშვიდობები და ვემშვიდობები "კვირის პალიტრის" მკითხველსაც.

იხილეთ ვიდეო


ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. უპირველესად იმიტომ, რომ იმას ანებ­ებ თავს, რასაც ამდენი
ხანი აკეთებდი, ყველაფერს ცვლი და ახალ საქმეს იწყებ. კიდევ იმიტომ, რომ საქართველო­, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამ­იანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გალანძღონ, რომ პოლიტიკაში წავიდა. პოლიტიკოსობა ჩვენს ქვეყანაში ცუდთან ასოცირდება. "აუ, რა უნდა, თავს რატ­ომ იფუჭებს?!" "პოლიტიკა ბინძური საქ­მეა!" იცით, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქმე? იმიტომ,
რომ პატიოსანი­ და ღირსეული ადამიანები­ თქვენსავით ფიქრობენ და პოლიტიკაში არ მიდიან, შედეგად კი ასპარეზი სხვებს­ რჩებათ. ჩემი აზრით, პოლიტიკაში უნდა წავიდეს ის, ვისაც გული ერჩის და ფიქრობს, რომ შეუძ­ლია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ეს არ არის პათეტიკა,­ ეს სურვილია.­ საქმე მხოლოდ სხვების კრიტიკა არ არის (თუმცა ესეც მნიშვ­ნელოვანია). თუ ამდენი­ იცი, მიდი და რამე გააკეთე. ესეც ხომ საკუთარი თავის­ გამოცდაა - ნახო, მარტო ენის ტლიკინი­ შეგიძლია თუ საქმის კეთებაც. სწორედ ამიტომ მივიღე პაატა ბუ­რჭულაძის შემოთავაზება. ეს არის ახალი ძალა და არ არის დამძ­იმებული ისეთი წარსულ­ით, როგორიც პარტიების უმეტესობას­ აქვს. პაატა ბურჭულაძესაც იმავეს საყვედურობენ - კარგი მომღერალია, ქველმოქმედი, ყველას უყვარს, რა უნდა პოლიტიკაშიო. ზემოთ უკვე გითხარით, რატ­ომ უნდა მიდიოდნენ ბურჭულაძისნაირი­ ადამიანები პოლიტიკაში. მხოლოდ ერთს დავამატებ: ყველა გაიძახის, მოგვბეზრდა ერთი და იგივე ხალხი, ახალი სახეები სჭირდება პოლიტიკასო და თუ ვინმე გამოჩნდა, მაშინვე ვეტაკებით - რა გინდა პოლიტიკაშიო. იქნებ გავარკვიოთ, ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა. გვჭირდება თუ არა ახალი სისხლი, ახალი იდეები და ახალი ადამიანები.

რაც შეეხება "ოცნების" გავრცელებ­ულ მითს, რომ ბურჭულაძე "ნაციონ­ა­ლების" სატელიტია, გული მწყდება,­ რომ "ოცნება" "ნაციონალებს" ჰბაძავს­ და ცდილობს, მათგან ყველანაირი­ სიგლახე ისწავლოს. ეს ერთ-ერთი მიზე­ზია, რის გამოც ეს პარტია არ მომწონს. უაპელ­აციოდ იარლიყების მიწებება, კონკურენტის ვიღაცის აგენტად გამოცხადება "ნაციონალების" მეთოდი იყო. ასე მოიქცნენ ისინი, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში. მას პუტინის სატელიტის იარლ­იყი მიაწებეს. მათთვის პუტინი იყო ბუა, "ოცნებისთვის" კი ბუა სააკაშვილია და ვისიც ეშინიათ, "ნაციონალების" სატელიტის იარლიყს აკრავენ. ასე რომ, ამ ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ. ჩემი ადგ­ილი­ არასდროს იქნება "ნაციონალების"­ გვერდით... გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი. იმედია, ყველაფერი გამ­ომივა.
tvalsazrisi
30 მაისი 2016 13:57
ბ-ნო-მერაბ-ხალხი-პატივს-გცემთ-ამ-კაპიტალს-ასე-იოლად-ნუ-შეელევით.ბურჭულაძეს-თქვენ-რას-უშველით-განა-არ-იცით-რომ-ერთ-და-ორ-მერცხალს-გაზაფხული-ვერ-მოჰყავს
ეკა
17 მაისი 2016 15:02
ელისაშვილი #2

დემაგოგი#...
nino
17 მაისი 2016 13:50
როგორც ჟურნალისტს დიდ პატივს გცემ, იმედია ასე დარჩები, ისე მიხარია, სულ ყველა იმას ამბობს, ბინძურია პოლიტიკა, ბინძურიაო, თუ პატიოსანი ხალხი არ წავიდა მართლა სულ ბინძური იქნება. წარმატებები მერაბ.

რედაქტორის რჩევით