იპოვეთ 10 განსხვავება, ანუ როგორ გახდა "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობა 2"
24-03-2017
იპოვეთ 10 განსხვავება, ანუ როგორ გახდა "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობა 2"
იმედი მქონდა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, იმედი გამიცრუვდა. დღეს "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობა 2"-ად ყალიბდება, ოღონდ ცოცხების და "დუბინკების" გარეშე.

დიახ, ერთადერთი განსხვავება, რაც მათ შორის დარჩა, ისაა, რომ ესენი ჯერ პატიმრებს არ აწამებენ და მიტინგებს სასტიკად არ არბევენ. დანარჩენი ყველაფერი სიგლახე გადმოიღეს. მივყვეთ თანმიმდევრობით:


  1. ყველა ემორჩილება ერთ კაცს, ისევე, როგორც "ნაციონალები" ემორჩილებოდნენ. უბრალოდ "ნაცების" "მეფე" თანამდებობაზე იჯდა, ამათი სოლოლაკის მთაზე ზის.
  2. უარს ამბობენ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე და
    ხდება მისი კონცენტრაცია ერთ ხელში. ერთადერთი სახელისუფლო შტო, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, პრეზიდენტია და როგორ ექცევიან, კი ხედავთ.
  3. ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დარღვევა უპირველესად გამოიხატება სასამართლოს კონტროლში. თავიდან ვერ აკონტროლებდნენ, მაგრამ მერე, როდესაც "ნაციონალების" გამობრძმედილ კადრს, მურუსიძეს ჩააბარეს საქმე, ყველაფერი მათთვის სასიკეთოდ დალაგდა. ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლო იყო
    მხოლოდ დარჩენლი მათი კონტროლის გარეშე და იქაც უკვე ყველაფერი მოაგვარეს.
  4. დაიწყეს ხელისუფლების მეოთხე შტოდ წოდებული მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიების კონტროლი. ჯერ "იმედს" დაეტყო მათი ხელი, მერე "მაესტროს", მარტივად რომ ვერ დაატყვეს, მეპატრონეები შეცვალეს, "საზმაუზს" დირექტორად ივანიშვილის თანამოაზრე დანიშნეს, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით რაც ხდება, ისედაც იცით. ეს ტელევიზია დღეს, რა თქმა უნდა, დე ფაქტო ეკუთვნის მიშას და ეკუთვნის უსამართლოდ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა, ტეელვიზია მის დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს რომ დაბრუნებოდათ, თუმცა პროკურატურამ, სადაც დვალმა და აქიმიძემ განცხადება შეიტანეს, მათთვის ტელევიზიის წართმევის საქმე არ გამოიძია და თაროზე შემოდო. სამაგიეროდ წარმატებით მოირგო სამივე ინსტანცია ქიბარ ხალვაშმა, რომელიც თავის დროზე ისეთივე წამრთმევი იყო ამ ტელევიზიის, როგორც მიშა და რომლის დაც დღეს "ქართული ოცნების" წევრია. ეს ყველაფერი ბადებს კითხვებს და აჩენს ეჭვებს, რომ პროცესი არის არა ქონებრივი დავა და სამართლიანობის აღდგენა, არამედ მაღალრეიტინგული ოპოზციური არხის სახელისუფლებო კონტროლის ქვეშ მოქცევა.
  5. სპეცსამსახურები და მოსმენები კვლავ რჩება პოლიტიკური კონტროლის მთავარ მექანიზმად, უბრალოდ "ნაცების" დროს კუდ-ი და სოდ-ი იყო, ახლა არის სუს-ი. ხელსუფლება არ თანხმდება მოსმენების კანონიერების კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნას.
  6. უმრავლესობა არის ისეთივე მორჩილი, როგორიც იყო მიშას დროს.
  7. პოლიცია მუშაობს ისეთივე მეთოდებით, როგორც მუშაობდა მიშას დროს, ედიკას დროს, კომუნისტების დროს. ისევ არ წყდება ლაპარაკი წამლის და იარაღის ჩადებაზე, ასევე პოლიციის შენობებეში ნაცემ ხალხზე.
  8. ისევ მოქმედებს მკაცრი ნარკოპოლიტიკა, რომელიც დასჯისკენაა მიმართული და არა მკურნალობისკენ. 8 წელს უსჯიან ადამიანს კლუბური ნარკოტიკისთვის, ხოლო სააკაშვილის დროინდელ ციხის მწამებლებს - 3-4 წელს.
  9. პრემიებს და დანამატებს ისევე ვერ ელევიან, როგორც "ნაციონალები".
  10. თანამდებობებზე ხალხს ნიშნავენ არა პროფესიონალიზმის, არამედ პარტიული ნიშნით.

დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მსგავსებაა და ამ ჩამონათვალის გაგრძელება თქვენც შეგიძლიათ, ესაა, რაც მე ვიპოვე.

ვინც არ მეთანხმებით, იპოვეთ 10 განსხვავება.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარ მსგავსებად და პრობლემად რჩება ავტორიტარიზმი. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ევროპას გააოცებდა დემოკრატიით. მას შეიძლება ამის სურვილი გულწრფელად ჰქონდა. თავიდან მართლაც კარგად მიდიოდა საქმე. ტელევიზიებიც მიშვებული იყო თავის ნებაზე, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში აღმოაჩინა, რომ თურმე ზედმეტი დემოკრატია გვქონია.
ალბათ გახსოვთ, დაახლოებით ორი წლის წინ მისი გამოსვლა "იმედის" ეთერში, სადაც დააახლოებით ასეთი რამ თქვა: საქართველოში ისეთი დემოკრატიაა, როგორიც ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო როცა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დემოკრატიული განვითარება უსწრებს, არ ვარგაო, ანუ ღარიბ ქვეყანაში ბევრი დემოკრატია არასწორად მუშაობსო. ეკონომიკურ სიტუაციას ასე მალე ვერ გამოასწორებ, ამას წლები სჭირდება, ჰოდა, აბა, ერთმანეთს დემოკრატიის და ეკონომიკის დონე როგორ უნდა გაუთანაბრო? - უნდა შეზღუდო დემოკრატია. სწორედ მისი ამ გამოსვლის მერე დაიწყო მედიაში ის ამბები, რაც ჩამოვთვალე. ამიტომ საქართველო 2013 - 2014 წლებში გაცილებით დემოკრატიული იყო, ვიდრე დღესაა და შესაბამისად, არც "ოცნების" ხელისუფლება ჰგავდა "ნაციონალებისას" ასე გაჭრილი ვაშლივით, როგორც დღეს.

ELENE
29 მარტი 2017 10:42
ძალიან გულგატეხილი ვარ!
ყველაფერთან ერთად ცუდი (ან საერთოდ არა) კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან! ახლანდელი პარლამენტარები (ასევე წინა მოწვევის) ზემოდან გვიყურებენ ხალხს, მოსახლეობას, ვინც ისინი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ! მე-6 წელია ვცდილობ, მაგრამ ამაოდ - ვერავისთან ვერ მოვახერხე შეხვედრა!
სამსახურში მინდოდა დაბრუნება! - სასაცილო ვარ არა!!!
ani
28 მარტი 2017 17:10
მერაბის ნატკვამი არის ისმარტლე.ნაც/კოცი რამ განასხვავა?? მარტლაც ჯოხების გაყრა აკლიატ...სხვა?? დარბევა,,ტუ დასწირდებატ იკნებ ეგ დროც დადგეს. აცალეტ, მოიტმინეტ, არც მიშა დარევია ხალხს 2-3 წელში. ისე მიკვირს რატომ იცავტ კოცებს, რტა გაიგკეტეს უკეტესი ვიდრე ნაცებმა?? მონობასი, განუკიტხაობაში, კორუპციაში, სიღატაკეში რომ ამყოპებენ კვეყანას კვეყნის მილიონერი დეპუტატები და ბანკირები???
28 მარტი 2017 09:10
ერთი შენახარ ჟურნალისტი და მეორე ბიძინაა ქველმოქმედი.

რედაქტორის რჩევით