სისტემა უნდა დაინგრეს!
სისტემა უნდა დაინგრეს!
წინა დღეს, როდესაც ერთ-ერთი იმ გადაცემის წასაყვანად ვემზადებოდი, რომელიც დაკავებული რეპერების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეძღვნებოდა, გადაცემის დაწყებამდე ერთი პოლიტიკოსი ასეთ ამბავს მომიყვა: ადრე გამომძიებლად ვმუშაობდი, ჩვენმა პოლიციელებმა ერთი კაცი მოიყვანეს განყოფილებაში, ნარკოტიკზე იყო დაჭერილი. დაკითხვის დროს სულ ირწმუნებოდა, - ნარკოტიკი ჩამიდესო. ბოლოს მეც დამაჯერებლად მომეჩვენა მისი მტკიცება და დამკავებლებს ვკითხე, ბიჭო, ეს ტიპი არაფერს აღიარებს და რამე მართლა ხომ არ იმაიმუნეთ-მეთქი. ის მომიბრუნდა და მეუბნება, - ზუსტად ვიცით, რომ ყაჩაღობაშია
გარეული, მაგრამ ვერ ვუმტკიცებთ, ამიტომ ავიღე და ვთხარე ნარკოტიკიო.
ეს პოლიტიკოსი მარწმუნებდა, ყველაფერი გავაკეთე, დაკავებული რომ გამეშვა და მერე ის თანამშრომლები სამკვდრო-სასიცოცხლოდ მყავდნენ გადაკიდებულიო.

აქ მთავ

არი არ არის მართლა გაუშვა, თუ არა, მთავარია ის, რომ ჩვენი პოლიცია დღესაც ამ მეთოდებით მუშაობს, რადგან მათ სხვანაირად მუშაობა არ შეუძლიათ. სხვანაირად საქმეებს ვერ ხსნიან, მტკიცებულებებს ვერ აგროვებენ, ამიტომ აქვთ იოლი გზა ნაპოვნი: ნარკოტიკების ან იარაღის ჩადება და ასე პრობლემის მოშორება. ზოგჯერ ამ მეთოდს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებს აქტივისტების გასანეიტრალებლადაც იყენებდნენ, როცა ამის შესახებ ბრძანებას ზემოდან იღებდნენ.

ახლა კი, ჩვენმა პოლიციამ, რომელიც ისევ საბჭოთა დროინდელი მილიციის მეთოდებით მუშაობს, ახალი სიმაღლე დაიპყრო და ნარკოტიკები არა რომელიმე კრიმინალის, ან ხელისუფლებისთვის არასასურველი პირის ჯიბეში იპოვა, არამედ მომღერლების, რომლებმაც პოლიციას ცუდი ფორმით დასცინეს. ეს უდაოდ ახალი სიმაღლის დაპყრობაა ჩვენი პოლიციის მხრიდან და ამიტომაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ამან შედეგი გამოიღო, არა მხოლოდ იმ სახით რომ დაკავებული რეპერები გირაოთი გამოუშვეს, არამედ უპირველესად იმით, რომ ხელისუფლება რაღაცის შეცვლაზე და დამნაშავეების დასჯაზე ალაპარაკდა.

დამნაშავე კი აუცილებლად დასასჯელია. ეს საქმე ისე ვერ დასრულდება, რომ ყველა უდანაშაულო აღმოჩნდეს, თუ რეპერებს ნარკოტიკი არ ჰქონდათ, მაშინ დანაშაული პოლიციელებმა ჩაიდინეს! ასე არაფრით გამოვა: რეპერებიც უდანაშაულოდ გამოცხადდნენ და პოლიციელებიც, ამიტომ ველოდებით გამოძიებას. ეს პრინციპული საკითხია.

საქართველოში პოლიციის მხრიდან ნარკოტიკების და იარაღის ჩადება არ დამთავრდება, ვიდრე რამდენიმე პოლიციელს სათანადოდ არ დასჯიან, ან მთელ კრიმინალურ პოლიციას არ გაყრიან და ახალ ხალხს არ გაწვრთნიან, ვისაც პოლიციაში არასდროს უმუშავია, როგორც ეს მიშამ საპატრულო პოლიციის შემთხვევაში გააკეთა (თუმცა არ გააკეთა კრიმინალური პოლიციის, სოდ-ის და კუდ-ის შემთხვევაში, რადგან აწყობდა ასეთი პოლიცია). ამ პოლიციელებმა სხვანაირად მუშაობა უბრალოდ არ იციან.

ასე მუშაობენ კომუნისტებიდან მოყოლებული და ასე ზრდიან ახალ კადრებსაც. ისინი ყველა ხელისუფლებას იმით აშანტაჟებენ, რომ თუ ჩადების უფლებას არ მისცემენ, მაშინ საქმეებს ვერ გახსნიან და კრიმინალი მოიმატებს. საბოლოოდ ყველა ხელისუფლება პოლიციასთან მარტივ გარიგებაზე წასვლას ამჯობინებს: აკეთე რაც გინდა, მაგრამ ჩემი ერთგული იყავი!

ეს ხელისუფლებაც აქამდე ასე იქცეოდა და, თუ ვითარებას არ შეცვლის, საბოლოოდ მასაც დაღუპავს პოლიცია და სპეცსამსახურები!

ჰო, კიდევ პროკურატურა!

და უფრო კიდევ ჩმორი სასამართლო!

წინაც მაგათ დაღუპეს!

არადა, ყველა ხელისუფლებას ჰგონია, რომ ასეთი პოლიცია, სპეცსამსახურები, პროკურატურა და სასამართლო მისთვის სასარგებლოა და სინამდვილეში ამით თავად აახლოებს საკუთარ დასასრულს.

ამ ერთ თვეში ხელისუფლებას ბევრი საქმე დაუგროვდა ბოლომდე მისაყვანი:ფარცხალაძის, მუჰთარლის, რეპერების. ხელისუფლებას თუ იმის იმედი აქვს, რომ დავიღლებით და ეს საქმეები დაგვავიწყდება, შემდეგ კი ყველაფერს ჩაფარცხავენ, ძალიან შემცდარა.
ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ შემდგარი ევროპელი ერი და ჩვენთან თანამედროვე აზერბაიჯანი ან რუსეთი არ გამოვა, სამაგიეროდ ბევრი გვაკლია თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შექმნამდე, მაგრამ აუცილებლად შევქმნით! და თუ ამას ეს ხელისუფლება არ გააკეთებს, მაშინ მას გამოვცვლით!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


პასუხი
29 ივნისი 2017 14:51
მე შენს ადგილას ნაკლებს ვილაპარაკებდი.
kia
15 ივნისი 2017 10:56
დიდი და ღვაწლმოსილი ექსპერტი ყველა საკითხში (ნუ, რა თქმა უნდა, ნანული ჟორჟოლიანის შემდეგ). მისმა ბურჭულაძესთან გაერთიანებამ ხომ გაამთლიანა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ხოდა, გულისყურით უსმინეთ ახლა მის ყოველ სიტყვას, არაფერი გემოგეპაროთ.
Dato
15 ივნისი 2017 00:22
Merab ratom dagaviwydat demur sturua da aravin sityvas ar dzravt da kitxvas ar svamt gantaviauflebul jalatze? An sawyali qali ramdenjer cemes da rit daashines rom idzaxis is kaci udanashaulo iyoo, meore shvilis mokvlasac xom ar dapirdnen
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები