თბილისელთა ყვითელი წყევლა - როგორ მოვაგვაროთ "მარშრუტკების" პრობლემა?
თბილისელთა ყვითელი წყევლა - როგორ მოვაგვაროთ "მარშრუტკების" პრობლემა?
ე.წ. ყვითელი მარშრუტკები თბილისელებისთვის წყევლად იქცა. თავის დროზე, როდესაც შემოიყვანეს, დაგვპირდნენ, რომ ახალი და კომფორტული იქნებაო. სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი სხვადასხვა მეპატრონის ხელში იყო, თუმცა ყველას ჩამოართვეს და ერთ ბიზნესჯგუფს გადასცეს, მონოპოლისტი შექმნეს, ძველი მეპატრონეები კი შემოსავლების გარეშე დატოვეს, თუმცა გვთხრეს, მგზავრები ნუ წუხართ, სამაგიეროდ, კომფორტულად იმგზავრებთო.

ჰო, ფასიც გაზარდეს, რაზეც გვითხრეს, ნუ ინერვიულებთ, სამაგიეროდ ზაფხულში კონდიციონერს ჩართავენ, ანუ მთელი წელი თუ გაძვირებულ ფასს გადაიხდით, ორი თვე კონდიციონერი გექნებათო. ამასაც დავთანხმდით
და... ასე დაიწყო ჩვენი ტანჯვა.

ყოველ ზაფხულს ხდება ერთი და იგივე: მძღოლები კონდიციონერებს არ რთავენ (სავრაუდოდ იმიტომ, რომ საწვავის მოხმარებას ზრდის), მგზავრები ჩხუბობენ და ილანძღებიან. კომპანია ყოველ წელიწადს გამოდის დაპირებით, რომ პირველი ივლისიდან ჩაირთვებაო (ვითომ ივნისში თუ ცხელა, ეს მგზავრებს არ შეაწუხებს), ვინც არ ჩართავს
დავსჯითო, თუმცა ისევ არავინ რთავს ან რთავს ძალიან მცირე ნაწილი, ისიც რამდენიმე დღით. ხალხი თავიდან ჩხუბობს, მერე ხვდება, რომ ტყუილად ნერვებს იგლეჯს და ეგუება უკონდიციონეროდ მგზავრობას. ზოგი ისეთი მგზავრიც შეგხვდება, რომელიც მძღოლის მხარეს იჭერს და სხვა მგზავრებს ეჩხუბება, რა ქნას ცოდოა სახლში ფული ხომ უნდა მიიტანოსო, არადა, კომპანია აცხადებს, რომ ზაფხულში მძღოლებს გადასახადს უმცირებს, მძღოლები მაინც არ რთავენ. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ყველა კონდიციონერი გაარემონტეს, მაგრამ ყველა მძღოლი იძახის, გაფუჭებულიაო. მომხმარებელმა როგორ უნდა არკვიოს, ვინ არის მართალი?!

სინამდვილეში მძღოლებიც და ეს კომპანიაც ერთმანეთზე უარესები არიან. წინა დღეს საერთოდ საოცარი რამ მოხდა: ერთ ჩემს თანამშრომელს უჩხუბია მძღოლთან კონდიციონერის გამო. მძღოლს რომ ვერაფერი გააგებინა, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან დაურეკავს. ამ ადამიანსაც ცალკე უჩხუბია მძღოლთან, ჩართე, თორემ სანქციებს დაგაკისრებთო. მძღოლი გაბრაზებულა და თუ არ გჯერათ, რომ არ მუშაობს, ახლა გიჩვენებთ სეირსო და ჩაურთავს, ოღონდ, სავარაუდოდ, მარტო ვენტილაცია, ან შეიძლება გათბობაც კი. ისეთი ცხელი ჰაერი წამოსულა ხალხი კინაღამ გაიგუდა თურმე. ხალხი ეხვეწებოდა გამორთე, შენი არაფერი გვინდაო, -  ამან კი არ გამორთო, -  სეირი უნდა გიჩვენოთ თქვენო და ასე გაგუდა მგზავრები მთელი გზა! ეს ჩემი თანამშრომელი ორი გაჩერებით ადრე ჩამოსულა. ამის მერე ვინმე მძღოლები არ შემაცოდოთ! ქართველი მძღოლების უემტესობა არის უნამუსო და ხალხისგან არანაირ თანადგომას არ იმსახურებს. ხოლო ეს კომპანია, რომელსაც საკუთარი მძღოლებისთვის ვერ მოუვლია, არის გასაგდები ქალაქიდან!

მაგრამ როგორ უნდა გააგდო? ეს არის მთავარი კითხვა.

"თბილისის მიკროავტობუსი" "სითი პარკთან" ერთად არის გიგი უგულავას მიერ ქალაქისთვის დატოვებული კიდევ ერთი მოუშორებელი ჭირი. ამ კომპანიისგანაც მერიამ თავის დროზე ქალაქში მონოპოლისტი შექმნა და თან ხელშეკრულება მრავალი წლით გაუფორმა. კიდევ მინიმუმ ათი წელი ამ კომპანიას ვერ გააგდებ, თუ დიდი ჯარიმა არ გადაუხადე... მაშ, სად არის გამოსავალი?!

ზოგი ამბობს, თბილისის მერიამ სხვა კომპანიებიც უნდა შემოიყვანოს და კონკურენცია უნდა შექმნასო. ეს მცდარი მიდგომაა, რადგან ჯერ ერთი ყველა ხაზი უკვე ამ კომპანიას აქვს და სხვას ვეღარსად შემოიყვანს და მეორეც, რომც შემოიყვანოს, მეეჭვება, ამან ვითარება რამე უკეთესობისკენ შეცვალოს. არცერთ თავმოყვარე ქალაქში ასეთი ტრანსპორტი, რასაც ჩვენ "მარშრუტკას" ვეძახით, არ დადის! ყველა ევროპული ქალაქის ტრანსპორტი არის: ავტობუსი, ტრამვაი და მეტრო. თბიილსის ახალ მერს თუ უნდა ეს პრობლემა მოაგვაროს, უნდა შემოიყვანოს ბევრი ახალი ლურჯი ავტობუსი, რომელიც ძალიან კომფორტულია და ამით უნდა წაართვას მგზავრები ამ "მარშრუტკებს". თუ ეს ავტობუსები საკმარისი იქნება, ხალხი "მარშრუტკას" აღარ გაეკარება.

ეს ავტობუსები უფრო კომფორტულია, კონდიცირებაც არის და უფრო იაფიცაა. შედეგად, "მარშრუტკების" კომპანიას მოუწევს ან რაიმე ახალი მომსახურება შესთავაზოს თბილისელებს, ან მათი ბიზნესი მოკვდება და თავად დაგვანებებენ თავს. თბილისის მერის არჩევნებში ტრანსპორტის თემა გადამწყვეტი იქნება და კანდიდატებისგან ამ მიმართულებით მკაცრ განცხადებებს ველოდები და არა მძღოლების ბუნტით შეშინებულებისგან მათთვის თავზე ხელის გადასმას!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მარი
09 აგვისტო 2017 14:50
კალაძესთან რა გინდათ,უდუმაშვილი პარტიაის, ჩვენი ნაციონალების არ არის ეგ მარშუტკებიც და მოგებული თანხებიც.
მაკა
09 აგვისტო 2017 14:48
მიკრო ავტობუსების პრობლემა არ მოგვარდება, მძღოლები უხამსი სიტყვებით გვლანძღავენ, ამ სიცხეში კონდენციონერის ჩართვას თუ მოვითხოვტ, ცხელ ხაზზე კი დარეკვისას მუსიკას გვასმენინებენ, მოკლე სამარსუტო ხაზებზე კი სრული განუკითხაობაა კერძოდ შევესწარი ვარკეთილი ს მიმარტულებით, კონდენციონერზე აღარაა ლაპარაკი, სანამ მძღოლი ათ თხუთმეტ კაცს ფეხძე არ დააყენებს არ გადის ხაზზე, რამეს თუ ეთყვი ხელითაც შეგეხება, ან დაგემუქრება, სადაა მიქიაშვილი აღარ აინტერესებს ხალხის აზრი, ბევრი იშოვა ????????
Tamari
08 ივლისი 2017 04:50
ვის უნდა მარშუტკის მძღოლად მუშაობა? რამდენი შედზლებტ ყოველდღიურად წყევლის,გინების და ამდენი უკმაყოპილო ხალხის ატანას ტუნდაც ერტი კვირიტ? რამდენი იცოცხლებტ სრულ ჭკუაზე ამის შემდეგ? ყოველ დღე მილიონი ნეგატიურობის შტანტქვა და სიქიკის დაზიანება ადვილია? ლიბატონო იმუსჰავეტ და გაიგეტ რის გადატანა უხდება მძგოლს ცალკე ხალხის მხრიდან ცალკე მენეჯერ უპროსების მხრიდანცალკე მუდან მსჰიერი და მოწუწუნე ცოლ-შვილის მხრიდან რომლებსაც მხოლოდ ორი საატიტ ხედავს და მერე იჭინებს რომ მეორე დღეს ისევ ემსახუროს ყველას? კი არიან ისეტებიც რომელიც გრუბობენ და ამასაც ტქვენ ხალხი აიდზულებ რადგან ცოტა სირბილეს ტუ სჰეატყობტ კაცს ზედ უვლიტ . გიპიქრიატ მარსჰიტკის მDზგოლს მანქანა რომ უპუჭდება მისი ცოლშვილი მეორე დგეს უპუროდ რომ რჩება? გიპიქრიატ იმაზე რომ ბენზინის ნაწილების,შეკეტების,ავარიის,ავადმყოპობის მიზეზიტ დაკარგული დგის ნორმა ისევ ტავისი ჯიბიდან უნდა დადოს აქვს ტუ არა ამას მნისჰვნელობა არ აქვს?
მხოლოდ სიცხიტ ყოპილხარტ შეწუხებულები,კომუნისტების დროსაც ასე იყო ვინმე იღებდა ხმას? არ მუშაობს ეს კონდიციონერი, საწამლავსაც გამოყოპს და ბენზინსაც ვეშაპივიტ გაპავს მანქანაც მალე გამოდის მწყობრიდან . მოიტხოვეტ მდზგოლების პირობების გაუმჯობესება რომელიმე ს გიპიქრიატ ამაზე სტატიის დაწერა არრა ვიგაც მოცლილც მხოლოდ კონდიციონერი აწუხებს ,ჩამოხსენიტ ტქვენ სახლებიდან კონდიციონერი და იბერეტ და იმგზავრეტ ისე სადაც წახვალტ.
სასწაულია მოკლედ.
მე მაგალიტად მარშუტკის მძღოლი რომ ვიყო პრეტენზიულ მგზავრს არც ცარიელ და არც გადატენილ მარშუტკას არ გავუჩერებდი დავალიანებაც რომ მქონებოდა მაინც .
ჯერ სახლიდან და სამსახურებიდან კარგ გუნება განწყობიტ გამოდიტ და მერე მოიკიტხეტ ყველაპრის ხარისხი .
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები